Main »
- Archive
"მილანის” მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონას” ძლევით კმაყოფილია, მაგრამ მაინც გული წყდება, რომ მის გუნდს 2:0-ზე დიდი ანგარიშით მოგების შანსი გაუშვა ხელიდან. "რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ "ბარსელონას” ბურთის დაჭერა ძალიან უყვარს და ამისთვის თავიდანვე მზად ვიყავით. თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ მიზნამდე ბოლო მომენტში სიზუსტე დაგვაკლდა. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო სახიფათო კონტრშეტევები განვახორციელეთ და ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინ გაცილებით მძიმე განმეორებითი შეხვედრა გველის, ძალიან მწყდება გული თითოეულ გაცუდებულ მომენტზე. მესამე გოლიც უნდა გაგვეტანა. დღეს ჩემმა გუნდმა მაქსიმალურად მობილიზებული და გუნდური ფეხბურთით მოიგო. ბიჭებმა მესის განეიტრალება შეძლეს. თუ გვინდა,
...
Read more »
"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ხორდი როურას განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში"მილანთან” განცდილი მარცხი მასპინძელთა უშეცდომო თამაშმა გამოიწვია, მაგრამ ორბურთიანი სხვაობით კატალონელებს მაინც არ უნდა წაეგოთ. "ყველამ დაინახა, რომ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. მართალია, სრულყოფილებისგან შორს ვიყავით, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. 0:2 – ეს მეტისმეტია. მეტოქემ რამდენიმე მომენტი შექმნა და რეალიზებაც შეძლო, რითაც სერიოზული ამოცანის წინაშე დაგვაყენა. ჯერ კიდევ მატჩამდე ვთქვი, რომ "ჯუზეპე მეაცაზე” თამაში ძალიან ძნელია. "მილანი” თავს მშვენივრად იცავდა. ეს გუნდი საოცრად ორგანიზებული დაცვითი თამაშით გამოირჩევა და ამჯერად ამ ბარიერის დაძლევა ვერაფრით მოვახერხეთ. პირველმა გაშვებულმა გოლმა სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად ი
...
Read more »
ევროპის ლიგის 1/16-ფინალის განმეორებითი მატჩების წინ, ერთი კვირის წინათ გათამაშების ფავორიტად მიჩნეული რამდენიმე გუნდი, შეიძლება ითქვას, გამოუვალ სიტუაციაშია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში მე-2 ადგილზე მყოფი გუნდები. მოქმედმა ჩემპიონმა, მადრიდის „ატლეტიკომ", პირველი მატჩი, შინ, 0:2 წააგო. ევროტურნირების ისტორიაში, ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, მადრიდში 2:0 მომგებ ყაზანის „რუბინს" შემდეგ ეტაპზე გასვლის 97.8%-იანი შანსი აქვს. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია „ნაპოლი". ერთი კვირის წინათ, ნეაპოლელებმა, საკუთარ კედლებში, „პლზენთან" 0:3 წააგეს. ევროპის ლიგაზე, პირველი მატჩის შინ ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა. რთული ამოც
...
Read more »
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის შემადგენლობაში კარდინალურ ცვლილებებს შეიტანს. ფრანგი სპეციალისტი რამოდენიმე ძლიერი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება გააჩნიათ და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. ბოლო დღეებში ესპანურმა, გერმანულმა და ინგლისურმა პრესამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებითაც "მეთოფეები" ინტერესდებიან. "არსენალის" წარმომადგენლები "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავენ. ლონდონელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ფორვარდით დავიდ ვილიათი და გოლკიპერით ვიქტორ ვალდესით. ესპანური გამოცემა El Economista თვლის, რომ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი კატალონიელებს "აცდუნებს" და ორივე ფეხბურთელი "ნისლიან ალ
...
Read more »
"ლივერპულის" ლეგენდარული ნახევარმცველი მასთან შედარებით ახალგაზრდა თანაგუნდელის თამაშის დონით კმაყოფილია. "წითლების" კაპიტანი თვლის, რომ ფორვარდი ლუის სუარესი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს: "ჩემთვის იგი პრემიერ ლიგისა და სხვა ბევრი ჩემპიონატის დონის გათვალისწინებით წლის ფეხბურთელია. არსებობს მხოლოდ ერთი თუ ორი ადამიანი, რომლებსაც შეუძლია განაცხადონ, რომ მიმდინარე სეზონში სუარესზე უკეთესად თამაშობენ",-აცხადებს სტივენ ჯერარდი. "რა მოხდება კიდევ თუ უფრო უკეთესად დაიწყებს თამაშს? უკვე წარმომიდგენია, თუ როგორ დაიწყებს იგი იმაზე უკეთესად თამაშს, ვიდრე მიმდინარე სეზონში". ამ სეზონში სუარესმა საკუთარ აქტივში 23 გოლი ჩაიწერა.
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარი გუნდის გამარჯვება დააკომენტარა. შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" "ბარსელონა" "სან სიროზე" შოკში ჩააგდო, ორი უპასუხო გოლი გაუტანა. "ბიჭებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს ჩვენს საჯარიმოში შესვლის არანაირი შანსი არ მივეცით. ჩვენ ვიცოდით, რომ "ბარსელონა" დროის 65%-ს ბურთის კონტროლში გაატარებდა, თუმცა გოლის გატანის ხუთი თუ ექვსი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვბრწყინავდით",-აცხადებს მასიმილიანო ალეგრი. "ახლა მხოლოდ დერბიზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს კიდევ ერთი ტესტია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. "ბარსასთან" მეორე შეხვედრა ძალიან რთული იქნება, ჩვენ ერთი გოლის გატანა უნდა შევძლოთ. ამის გაკეთება გუშინდელ შეხვედრაშიც შე
...
Read more »
|