infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ალეგრი მესამე გოლსაც ელოდა

ალეგრი მესამე გოლსაც ელოდა

"მილანის” მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონას” ძლევით კმაყოფილია, მაგრამ მაინც გული წყდება, რომ მის გუნდს 2:0-ზე დიდი ანგარიშით მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.

 "რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ "ბარსელონას” ბურთის დაჭერა ძალიან უყვარს და ამისთვის თავიდანვე მზად ვიყავით. თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ მიზნამდე ბოლო მომენტში სიზუსტე დაგვაკლდა. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო სახიფათო კონტრშეტევები განვახორციელეთ და ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინ გაცილებით მძიმე განმეორებითი შეხვედრა გველის, ძალიან მწყდება გული თითოეულ გაცუდებულ მომენტზე. მესამე გოლიც უნდა გაგვეტანა. დღეს ჩემმა გუნდმა მაქსიმალურად მობილიზებული და გუნდური ფეხბურთით მოიგო. ბიჭებმა მესის განეიტრალება შეძლეს. თუ გვინდა, რომ მეოთხედფინალში გასვლით გავიხაროთ, "ნოუ კამპზეც” ასეთივე ორგანიზებულობა გვმართებს. თუმცა, ვიდრე "ბარსელონასთან” საპასუხო მატჩამდე მივალთ, შიდა ფრონტზე უნდა გადმოვერთოთ და "ინტერთან” დერბისთვის მოვემზადოთ – განაცხადა ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.


  
Views: 633



Shadow


content top