Main »
- Archive
მიუნხენურმა კლუბმა "ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელს დაუმიზნა. როგორც იტალიური La Stampa იტყობინება, დღეს "ბაიერნმა" "წითლებს" ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. მიუნხენელების "ოფერის" ღირებულება - 46 მილიონი ევრო. მოცემული წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნს" ურუგვაელის გადაბირებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "იუვენტუსი". სუარესს თვალი ტურინულმა კლუბმაც დაადგა, რომელიც "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს სასურველი ობიექტია. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით ლუისმა მოწინააღმდეგეთა კარი 18-ჯერ დალაშქრა და იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს რობინ ვან პერსის სულ რაღაც ერთი ბურთით ჩამორჩება.
18-წლის თავდამსხმელი "სან სიროზე" 2018-წლამდე დარჩება. გუშინ მ'ბაიე ნიანგი "მილანთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პრესას გაესაუბრა. "მილანში" ყოფნით ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რომ მე ისეთი დიდებული კლუბის ნაწილი გავხდი, როგორიც "მილანია". გუნდს უახლოეს წლებში წარმატების მიღწევაში თავდაუზოგავად დავეხმარები",-განაცხადა ფრანგმა თავდამსხმელმა. შეგახსენებთ, რომ მ'ბაიე ნიანგი "როსონერიში" გასული წლის ზაფხულში ფრანგული "კანიდან" გადავიდა
"მილანი"-"ბარსელონა" საფეხბურთო კლასიკაა. ესეც რომ არა, დამაინტრიგებელ ფონს ისიც შექმნიდა, რომ კატალონიელები მიმდინარე სეზონში არნახულად კარგად თამაშობენ და გუნდურ თუ ინდივიდუალურ რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით ამხობენ. აი, "როსონერიმ" კი მაისში ჩემპიონთა ლიგა თუ არ მოიგო, "შანსი აქვს", მომდევნო წლისთვის ევროპა ლიგის იმედად დარჩეს. ასე რომ, ვიღაცები შესაძლოა დავითისა და გოლიათის ბრძოლასაც ელოდნენ. არა. არ გამოვიდა. იტალიელებს 90 წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ ყველა ის ზონა, სადაც კი ბურთი შესაძლებელი იყო წასულიყო. უჩვეულოდ ინერტული იყო ლიონელ მესი. არგენტინელმა გოლი კი არა, მთელი თამაში კარში დარტყმაც კი ვე
...
Read more »
პსჟ–ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალში არ გამორიცხავს ბუნდესლიგაშიც ძალების მოსინჯვას. შვედმა უკვე მოასწრო აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონასა და მილანში თამაში, ფრანგულ კლუბში ზლატანი ამ ზაფხულს გადავიდა და მალევე გახდა კლუბის უცვლელი ფიგურა. როგორც ვნახეთ, იბრა თავგადასავლების მოყვარული პიროვნებაა და გუნდების ხშირი ცვლა მისი კარიერის განუყოფელი ნაწილია. ახალ ცვლილებებს ზლატანი მომავალშიც გვპირდება: "ბუნდესლიგა ძალიან დაძაბული და დამაინტრიგებელი ჩემპიონატია. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მანდაც მოვსინჯო ძალები. თუ ეს მოხდა, მაშინ ჩემი კლუბი აუცილებლად მიუნხენის ბაიერნი იქნება, რადგანაც რეკორდმაისტერებს მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ." –განაცხადა იბრამ.
...
Read more »
უეფას ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალი (პირველი მატჩი) "გალათასარაი”-”შალკე” 1:1 "გალათასარაი”: მუსლერა, საბრი სარიოღლუ (ბულუთი 83′), სემიჰი, ნუნკეუ, რიერა, ჰამითი (ებუე 66′), ფელიპე მელო, სელჩუკი, სნეიდერი (ამრაბათი 46′), დროგბა, ბურაქი. მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი. "შალკე”: ჰილდებრანდი, ჰევედესი, მატიპი, კოლასინაჩი, ჯონსი, ბასტოსი, ნოიშტედტერი, ჰიოგერი, დრაქსლერი (ბარნეტა 84′), ჰუნტელარი (პუკი 75′), ფარფანი. მთავარი მწვრთნელი: იენს კელერი. გოლები: ბურაქი 12′ – ჯონსი 45′. გაფრთხილებები: მუსლერა 17′, ამრაბათი 48′, ნუნკეუ 68′, სელჩუკი 90′ – ჯონსი 35′, კოლასინაჩი 78′, ჰიოგერი 87′. ბურთის ფლობა: 49%-51%; კარისკენ დარტყმები: 6-7; კარში დარტყმები: 7-5; კუთხურები: 3-6; თამაშგარეები:
...
Read more »
კრიშტიანო რონალდო უფრო "რეალში" დარჩენისკენ იხრება და ესპანური პრესის ცნობით, კონტრაქტის გაგრძელებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მაისში დაიწყებს. ამის შესახებ "რეალის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მოახსენა. შემდეგ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა კი საიდუმლოდ პრესას ამცნო. მაისში ფლორენტინო პერესი და ჟორჟე მენდეში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. "რეალი" კონტრაქტის გაუმჯობესებულ ვარიანტს შესთავაზებს პორტუგალიელ ვარსკვლავს. ამჟამინდელს კი ვადა 2015 წელს ეწურება. ამბობენ, რომ რონალდოს გული "რეალისკენ" გულშემატკივრებმა მიუბრუნეს - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ის ძალიან პოპულარულია.
|