ბარსელონას საპასუხო მატჩში გამარჯვება ჭირდება
"ბარსელონას" მცველმა კარლეს პუიოლმა თავისი გუნდის "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში მარცხზე ისაუბრა.
20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.
"ანგარიშით 0:2 წაგება - სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის, თუმცა თამაშის წინაც ვიცოდით, რომ ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც "მილანია", იოლი არასდროსაა.
მასპინძლებმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინეს. მოქმედებდნენ ძალიან აგრესიულად, რითაც პრაქტიკულად მოგვისპეს ჩვენი საფირმო ფეხბურთის ჩვენების საშუალება.
სათამაშო ინიციატივას მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით, მაგრამ რად გინდა - მართლა
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 729
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:41
ისკო და კარვახალი შესაძლოა რეალში ვიხილოთ
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ რადგან ჟოზე მოურინიო "რეალში" არ რჩება, კლუბის მომავალ ტრანსფერებზე თავად ფლორენტინო პერესი ზრუნავს.
კლუბის პრეზიდენტს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება სურს: ლევერკუზენის "ბაიერის" მარჯვენა მცველი, დანიელ კარვახალი და "მალაგას" ნახევარმცველ ისკო.
კარვახალი 21 წლისაა და ის გერმანიაში სწორედ "რეალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა, "სამეფო კლუბის" აღზრდილია. მადრიდელებს მისი უკან გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით აქვთ.
ისკო "ვალენსიას" აღზრდილია და შარშან გადავიდა "მალაგაში". მან ევროპის "გოლდენ ბოის" პრიზი მიიღო 2012 წელს.
ფლორენტინო პერესი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის ესპანიზაციას აპირებს
Category: ახალი ამბები
Views: 1217
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:37
ზაფხულში კარლო ანჩელოტი ,,რეალს" ჩაიბარებს
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულიდან მადრიდის "რეალის" თავკაცი გახდება.
წყაროს ცნობით, "რეალის" წარმომადგენლები უშუალოდ ანჩელოტის შეხვდნენ, რადგან ამ სპეციალისტს აგენტი არ ჰყავს და სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
ეს არ ყოფილა ანჩელოტის და "რეალის" პირველი შეხვედრა. გამომდინარე აქედან, "სამეფო კლუბის" ხელმღვანელობას კარგა ხანია, გადაუწყვეტია მისი დანიშვნა ჟოზე მოურინიოს ნაცვლად.
ამ ინფორმაციამდე, ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ფლორენტინო პერესმა და ჟოზე მოურინიომ მიაღწიეს შეთანხმებას - ზაფხულში პრეზიდენტი პორტუგალიელს 10 მილიონ ევროს გადაუხდის კომპენსაციის სახით და ჟოზეც ინგლისში სამუშაოდ გადაბარგდება.
Category: ახალი ამბები
Views: 714
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:33
მესი მილანი-ბარსელონას შეხვედრის ყველაზე ცუდი მოთამაშე
Sky Sports-ის მკითხველებმა "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.
არგენტინელი ვარსკლავის საშუალო შეფასება 10-ბალიანი სისტემით 2,8 იყო.
შეგახსენებთ, 20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.
მესისაზე ცოტა მაღალი, 3,7 ბალი დაიმსახურეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ჟერარდ პიკემ და დანიელ ალვეშმა. სტუმართა გუნდში სხვა ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებელი კი 4 ბალზე მეტი იყო.
Sky Sports-ის მკითხველთა შეფასებების თანახმად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "მილანის" ფორვარდი კევი-პრინს ბოატენგია, რომელმაც 9,4 ბალი მიიღო.
მსგავსი გამოკითხვა კატალონიური გაზეთის "სპორტის" საიტზეც ჩატა
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 634
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:26
მილანმა სწორად ითამაშა მაგრამ წინ საპასუხო მატჩია
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "მილანთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.
"როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც ყოველთვის, შენ არც ისე კარგად თამაშობ, შესაძლოა, მოხდეს ის, რაც დღეს მოხდა. 0-2 - ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ საპასუხო მატჩი წინაა, სადაც შეცვომის გამოსწორება შეიძლება, რომელიც "სან-სიროზე" დავუშვით.
დეტალების გამო არ წაგვიგია. ყველა კომპონეტეტში გვაკლდა: მოქმედება, მომენტების შექმნა, სილაღე.
"მილანმა" სწორად ითამაშა და არ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა.
თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, ეს "მილანია" და ეს უმაღლესი დონეა. აზრი არ აქვს ამ შედეგზე ბევრ საუბარს. ვიცით, რომ შეცდომის გამოსასწორებლად მეორე მატჩი გვა
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 683
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:24
გვარდიოლა სუარესით ინ ტერესდება
მიუნხენის "ბაიერნის” მომავალ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სურს, თავის გუნდში "ლივერპულის ფორვარდი ლუის სუარესიც იხილოს.
გერმანული პრესის ცნობით, სპეციალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობაც ჩააყენა საქმის კურსში და ისიც კი გარკვეულია, რომ "ბაიერნი” ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელის შესაძენად 46 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ევროპული სააგენტოების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სუარეს გადაბირება ტურინის "იუვენტუსსაც” სურს.
შეგახსენებთ, "ბაიერნს” პეპ გვარდიოლა მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს, შეცვლის რა იუპ ჰაინკესს.
Category: ახალი ამბები
Views: 618
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:21
როსელი: “ელ-შაარავი მომწონს, მაგრამ ტრანსფერს არ ვგეგმავ”
"ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ აღიარა, რომ "მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი დიდი ხანია მოსწონს, მაგრამ მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ გეგმავს.
"ელ-შაარავი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის გადმობირებას ვაპირებ. ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკების წარმოება ურთულესი საქმეა” – უთხრა როსელიმ ესპანურ სპორტულ გამოცემებს.
Category: ახალი ამბები
Views: 669
Added: Sky
Date: 21.02.2013 - 15:18
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 88 89 »