Main »
- Archive
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გადატანიდან ერთი წლის შემდეგ, ფრანგი მცველი "ბარსელონას" მაისურის მორგებას კიდევ ერთხელ შეძლებს. "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბის სამედიცინო შტაბმა მცველს ერიკ აბიდალს პირველ გუნდთან ერთად თამაშის ნება დართო. არსებობს იმის ალბათობა, რომ მცველი კატალონიელების შემადგენლობაში თამაშს უკვე ამ უიკენდზე "სევილიასთან" გასამართ შეხვედრაში შეძლებს. შეგახსენებთ, ბოლოს აბიდალი მოედანზე 2012-წლის თებერვალში ვიხილეთ, რომლის შემდეგაც ღვიძლის გადანერგვასთან დაკავშირებული ოპერაცია გადაიტანა. დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო შეძლებდა თუ არა ერიკი პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას. მიუხედავად ამისა, აბიდალი აღდგენითი პროცესების გავლის შემდეგ რამოდენიმე თვე ვარჯიშობდა და დეტალური სამედიცინო შემოწმების გავ
...
Read more »
ტელეკომპანია ბი-ბი-სი-ს ცნობით, დამასკოს სტადიონი ტყვიამფრქვევიდან ესროლეს, რის შედეგად ერთი ფეხბურთელი გარდაიცვალა. დაიღუპა 19 წლის სირიელი ფეხბურთელი იუსეფ სულეიმანი, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიჭრა. ასეთი შედეგი მოჰყვა სირიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგ დაპირისპირებას. "ტიშრინის" სტადიონზე "ალ-ვათჰბა" და "ალ-ნვაირი" მატჩისწინა მოთელვაზე იყვნენ გამოსულები. იუსეფ სულეიმანი "ალ-ვათჰბაში" თამაშობდა და უკვე სირიის ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ. სამოქალაქო ომმა სირიაში უკვე ათასობით ადამიანი შეიწირა.
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ რადგან ჟოზე მოურინიო "რეალში" არ რჩება, კლუბის მომავალ ტრანსფერებზე თავად ფლორენტინო პერესი ზრუნავს. კლუბის პრეზიდენტს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება სურს: ლევერკუზენის "ბაიერის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი და "მალაგას" ნახევარმცველი ისკო. კარვახალი 21 წლისაა და ის გერმანიაში სწორედ "რეალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა, "სამეფო კლუბის" აღზრდილია. მადრიდელებს მისი უკან გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით აქვთ. ისკო "ვალენსიას" აღზრდილია და შარშან გადავიდა "მალაგაში". მან ევროპის "გოლდენ ბოის" პრიზი მიიღო 2012 წელს. ფლორენტინო პერესი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის ესპანიზაციას აპირებს.
21 თებერვალს მილანის აეროპორტში დააკავეს პიროვნება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპოლის მიერ აგორებულ დიდ საფეხბურთო სკანდალთან და მატჩების ჩაწყობასთან. აეროპორტ "მალპიენსაში" დააკავეს სლოვენიის მოქალაქე, ვინმე ადმირ სულიჩი. ინტერპოლი მიიჩნევს, რომ სინგაპურიდან ჩამოსული სულიჩი სინგაპურის საფეხბურთო კარტელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. ევროპოლის დოკუმენტაციის თანახმად, მატჩების ჩაწყობები გლობალურად სწორედ სინგაპურიდან იმართება და მას სათავეში დან ტანი უდგას. ინტერპოლი მიიჩნევს, რომ სულიჩი უშუალოდ იყო დან ტანთან დაკავშირებული და მისგან ბრძანებებს იღებდა და ასრულებდა. ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ოფიციალური წყარო არ ადასტურებს, სინგაპურიდან მილანში ჩაფრენილ თ
...
Read more »
დორტმუნდის „ბორუსიას" ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის აგენტი, აცხადებს, რომ არცერთი იტალიური კლუბი არ დაკავშირებია პოლონელის ტრანსფერის თობაზე. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, თითქოს „იუვენტუსი" იყო დაინტერესებული ლევანდოვსკის გადაბირებით. „ყველა ვარიანტს ივნისში განვიხილავთ. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია ვთქვა, ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს "იუვენტუსთან" და არცერთი სხვა იტალიური კლუბი არ დაგვკავშირებია". შეგახსენებთ, ლევანდოვსკის „ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.
ხერად პიკე აცხადებს, რომ გუნდი დამწუხრებულია წაგების გამო, მსაჯის შესახებ კი ამბობს: „მსაჯებსაც შეიძლება ზოგჯერ შეცდომები მოუვიდეთ, მაგრამ ეს არ გვამართლებს, არც მსაჯში უნდა ვეძებოთ დამარცხების მიზეზი, არც მოედანის ხარისხში, და არც სხვა რამეში. ძალიან ცუდი შედეგი დაფიქსირდა ჩვენთვის. როდესაც მათ პირველი გოლი გაიტანეს, ჩვენ კონცეტრაცია დავკარგეთ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, ვისწავლოთ და დაველოდოთ საპასუხო მატჩს ბარსელონაში, და შევეცადოთ შემდეგ ეტაპზე გასვლას. შესაძლოა ჩვენ არც ისე კარგები არ ვართ, როგორიც ყველას ვგონივართ" პიკეს არ სურს თავის მართლება გუნდის ცუდი თამაშის გამო, ის მეტოქეს აქებს და აცხადებს: „ სან სიროზე თამაში ყოველთვის რთულია, ვიცით „მილანი" დიდი კლუბია, მაგრამ ჩვენ „ბარსელონა" ვართ და უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე".
|