infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » არსენალში ცვლილებები მზადდება

არსენალში ცვლილებები მზადდება

როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის შემადგენლობაში კარდინალურ ცვლილებებს შეიტანს.

ფრანგი სპეციალისტი რამოდენიმე ძლიერი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს, რომლებსაც სერიოზული გამოცდილება გააჩნიათ და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ.

ბოლო დღეებში ესპანურმა, გერმანულმა და ინგლისურმა პრესამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებითაც "მეთოფეები" ინტერესდებიან.

"არსენალის" წარმომადგენლები "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავენ. ლონდონელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ფორვარდით დავიდ ვილიათი და გოლკიპერით ვიქტორ ვალდესით. ესპანური გამოცემა El Economista თვლის, რომ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი კატალონიელებს "აცდუნებს" და ორივე ფეხბურთელი "ნისლიან ალბიონზე" გაემგზავრება.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები ვალდესს ვერ შეუთანხმდებიან, მაშინ არსებობს მისი ალტერნატიული ვარიანტიც - "სანდერლენდის" კარის დარაჯი სიმონ მინოლეს სახით.

ვენგერი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად "ატლეტიკის" 27-წლის ცენტრალური მცველის ფერნანდო ამორებიეტას ვარიანტს განიხილავს. ფეხბურთელის აგენტმა ხინეს კარვახალმა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა უკვე დაადასტურა, განაცხადა, რომ "სავსებით შესძლებელია ფერნანდო "არსენალის" რიგებში უკვე ივნისში ჩაირიცხოს".

იტალიელები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "არსენალის" მთავარი სკაუტი სტივ როული არსენ ვენგერს "იუვენტუსის" ურუგვაელი უნივერსალის მარტინ კასერესის გადაბირებას სთავაზობს. როულის ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტურინული კლუბი საკუთარ ფეხბურთელს გაუშვებს.

დღეს ბრიტანელებმა და ფრანგებმა ერთხმად გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვენგერი "ბაიერნის" ნახევარმცველის ლუის გუსტავოს გადაბირებასაც გეგმავს. "მეთოფეები" მზად არიან ბრაზილიელში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გარდა ამისა, "არსენალის" სკაუტები "ბორდოსა" და "ლიონის" შეხვედრასაც დაესწრნენ, სადაც ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ სტუმრების ორ ნახევარმცველს მაკსიმ გონალონსა და კლემენ გრენიეს.

ადრე ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბის აქციონერები ვენგერს ენდობიან და მზად არიან მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის კამპანიისთვის 70 მილიონი ფუნტი გამოუყონ.
Views: 560



Shadow


content top