Main »
- Archive
მადრიდის „ატლეტიკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო თვლის, რომ ერთ-ერთი სწორი არჩევანი იქნება „როხიბლანკოსში" დარჩენა. „მე კლუბთან კიდევ 3 წელი მაკავშირებს, ამიტომ, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი დარჩენა იქნება. მე ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ვასპარეზობ ძლიერ ჩემპიონატში. რაც დამეხმარა სათამაშო კუთხით გავზრდილიყავი და მსოფლიოში სახელი მომეხვეჭა. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. თუ გუნდი კვლავ ასეტ დონეზე განაგრძობს თამაშს, მიზანს მივაღწევთ. არ ვფიქრობთ, არც „რეალზე" და არც „ბარსაზე", მხოლოდ საკუთარი მიზნების შესრულებაზე ვართ ორიენტირებულნი" – აცხადებს კოლუმბიელი თავდამსხმელი გამომცემლობასთან Goal.com.
"მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ანდერსონ ოლივეირა უარყოფს გავრცელებულ ამბებს, თითქოს, მას კლუბის დატოვება სურს. შეგახსენებთ, რომ ანდერსონი "წითელ ეშმაკებში” 2007 წელს, "პორტოდან” გადავიდა. ფეხბურთელმა კარგი სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თუმცა ბოლო დროს, ძველებურად ვეღარ თამაშობს. "გუნდის დატოვებას არ ვაპირებ. ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში” ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმა მქონდა, სახიდან ღიმილი არასოდეს მომიშორებია. ვცდილობ, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო. "წითელი ეშმაკების” დატოვებას თუ გადავწყვეტ, მაშინ უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელს დაველაპარაკები. ცხადია, არცერთ ფეხბურთელს ტრავმის მიღება არ სურს, მაგრამ ცოტათი შევიცვალე. ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო”, – უთხრა 24 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტ
...
Read more »
"მალაგასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა – ჟოაო მოუტინიომ განაცხადა, რომ "პორტომ” კარგად ითამაშა და მიღწეული შედეგი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველმა გოლი ალექს სანდროს პასის შემდეგ შეაგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. "მთელი შეხვედრის განმავლობაში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და შეგვეძლო, მეტოქე კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დაგვემარცხებინა. კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. მნიშვნელოვანი იყო, ისე მოგვეგო, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიგვეღო. შევეცდებით, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდეთ”, – განაცხადა მოუტინიომ A Bola-სთან საუბრისას.
ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის "ინტერი” ტურინის "იუვენტუსის” ფორვარდის – ფაბიო კვალიარელას შეძენას ეცდება. იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნერაძურიმ” თავდამსხმელის შესაძენად 7 მილიონი ევრო გადადო. "იუვენტუსში” არსებული კონკურენციისა და არასაკმარისი სათამაშო დროის გამო, შესაძლოა, კლუბის გამოცვლა თავად კვალიარელამაც მოისურვოს. მოგეხსენებათ, ზაფხულში, "ბებერი სინიორა” "ბილბაოელი” ფერნანდო ლიორენტეთი გაძლიერდება და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კვალიარელამ 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.
ერთ-ერთ არაბ შეიხს, რომელიც სახელის დასახელებისგან თავს იკავებს, იტალიურ "რომაში” სურს ფულის დაბანდება. Football Italia-ს ცნობით, არაბი ინვესტორი "ჯალოროსიში” 80 მილიონ ევროს ჩადებს. იორდანული წარმოშობის არაბს "რომას” აქციების ნაწილის გამოსყიდვა ბანკ "უნიკრედიტისგან” სურს. "უნიკრედიტი” რომაელთა აქციების 40%-იან პაკეტს ფლობს. აღსანიშნავია, რომ "რომას” მთავარი მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტოა, რომელიც აქციების 60%-ს ფლობს.
ოთხშაბათი, სტამბული, სტადიონი "თურქ ტელეკომი" დრო: 23:45 საათი არბიტრი: უილიამ კოლამი (შოტლანდია) ეს გუნდები შიდა ჩემპიონატში განსხვავებულად ასპარეზობენ - "გალა" თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს და საჩემპიონო ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა, რაც შეეხება "შალკეს", გელზერკირხენელების გაჩემპიონებაზე საუბარიც არაა, გუნდი ევროთასების ზონაშიც არ იმყოფება. გარდა ამისა, "გალათასარაი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უესლი სნეიდერითა და დიდიე დროგბათი გაძლიერდნენ, სწორედ ამიტომ, ფავორიტად ამ წყვილში მაინც თურქული კლუბი უნდა ჩავთვალოთ. თუმცა, თერიმს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დააყენოს თუ არა ორივე ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ დროგბას ახალ კლუბში დებიუტი გასულ უიკენდზე ჰქონდა, სადაც 30 წუთი ითამაშა და თავის გამოჩენა გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით მოახერხა.<
...
Read more »
|