infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ატლეტიკო და ნაპოლი - სასწაულის იმედად

ატლეტიკო და ნაპოლი - სასწაულის იმედად

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის განმეორებითი მატჩების წინ, ერთი კვირის წინათ გათამაშების ფავორიტად მიჩნეული რამდენიმე გუნდი, შეიძლება ითქვას, გამოუვალ სიტუაციაშია. 
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში მე-2 ადგილზე მყოფი გუნდები.

 მოქმედმა ჩემპიონმა, მადრიდის „ატლეტიკომ", პირველი მატჩი, შინ, 0:2 წააგო. ევროტურნირების ისტორიაში, ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, მადრიდში 2:0 მომგებ ყაზანის „რუბინს" შემდეგ ეტაპზე გასვლის 97.8%-იანი შანსი აქვს.

 კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია „ნაპოლი". ერთი კვირის წინათ, ნეაპოლელებმა, საკუთარ კედლებში, „პლზენთან" 0:3 წააგეს. ევროპის ლიგაზე, პირველი მატჩის შინ ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა.

 რთული ამოცანის წინაშეა ინგლისური „ლუვერპულიც", მაგრამ „ნაპოლისა" და „ატლეტიკოსთან" შედარებით, მერსისაიდელები ბევრად უკეთეს სიტუაციაში არიან. ბრენდან როჯერსის გუნდის პრობლემა ისაა, რომ სანკტ პეტერბურგში გამართული პირველი მატჩი ცუდი ანგარიშით, 0:2 წააგო და დღეს, მასპინძლებს საკმაოდ ძლიერ „ზენიტთან" დაპირისპირება მოუწევთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „ლივერპულს" დაახლოებით 45 ათასი გულშემატკივარი მხარს გულმხურვალედ დაუჭერს, მასპინძლები უშანსოდ ნამდვილად არ არიან.

 პირველ მატჩებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ ახლა უკვე გათამაშების უმთავრეს ფავორიტებად შერაცხულ „ჩელსისა" და „ინტერს". ლონდონელები „სპარტას" ერთბურთიანი ფორით უმასპინძლებენ, ხოლო პირველ შეხვედრაში 2:0 მომგები „ინტერი" „კლუჟს" ეწვევა.

 რთული ამოცანის წინაშე დგას ოთხივე გერმანული გუნდი. „ბენფიკასთან" ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, „ლევერკუზენი" პორტუგალიაში ითამაშებს. „შტუტგარტს", „გენკთან" გასვლით მატჩში, მოგება ან შედეგიანი ფრე სჭირდება. „გლადბახი" რომში, „ლაციოსთან" მოსაგებად იბრძოლებს, ხოლო „ჰანოვერი" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ „ანჟისთვის" 2 ან მეტი ბურთით მოგებას შეეცდება.

  

რუბინი-ატლეტიკო (2:0)

მსაჯი: oვიდიუ ალინ ჰატეგანი (რუმინეთი)

  

მეტალისტი-ნიუკასლი (0:0)

მსაჯი: სერჟ გუმიენი (ბელგია)

  

გენკი-შტუტგარტი (1:1)

მსაჯი: ალონ იეფეტი (ისრაელი)

  

კლუჟი-ინტერი (0:2)

მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)

  

დნიპრო-ბაზელი (0:2)

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

  

ლაციო-გლადბახი (3:3)

მსაჯი: ჰუსეინ გოჩეკი (თურქეთი)

  

ლიონი-ტოტენჰემი (1:2)

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, ლიონი 1 მოგება, ტოტენჰემი 1 მოგება

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

  

პლზენი-ნაპოლი (3:0)

მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

  

ჰანოვერი-ანჟი (1:3)

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

  

ჩელსი-სპარტა (1:0)

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, ჩელსი 1 მოგება, 1 ფრე

მსაჯი: ალექსანდარ სტავრევი (მაკედონია)

  

ფენერბაჰჩე-ბატე (0:0)

მსაჯი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი)

  

ოლიმპიაკოსი-ლევანტე (0:3)

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

  

ლივერპული-ზენიტი (0:2)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

  

ბორდო-დინამო კ. (1:1)

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)

  

ბენფიკა-ლევერკუზენი (1:0)

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 ფრე

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

  

სტიაუა-აიაქსი (0:2)

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

  

მიშა ზაქარეიშვილი

  

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

 ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებული არაა 1 კვირის წინათ დაფიქსირებული შედეგები, რომელიც წყვილის გასწვრივ, ფრჩხილებშია მოცემული.
Views: 695



Shadow


content top