infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

საქართველოს ნაკრების სპარინგები: დანია, ყაზახეთი...
ყაზახური სპორტული გამოცემა sports.kz-ი იუწყება, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ყაზახეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავს.
 ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტმა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძესთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ყაზახებს თამაში მართლაც სურთ, მაგრამ მხარეები ჯერ ბოლომდე არ შეთანხმებულან. საქმე ისაა, რომ სფფ აგვისტოსთვის სხვა სპარინგ-პარტნიორებსაც ეძებს.
 აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ივნისში ორ მახანაგურ თამაშს ჩაატარებს. ფაქტობრივად გარკვეულია, რომ ერთ-ერთი მეტოქე დანიის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც სტუმრად შევხდებით. მეორე სპარინგ-პარტნიორის ვინაობა ბოლომდე დადგენილი ჯერ არ არის
Category: ახალი ამბები Views: 720 Added: Sky Date: 13.02.2013 - 14:12

ფერგიუსონი დღევანდელ შეხვედრაში გოლებს გვპირდება
დღეს,სან ტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული მატჩი შედგება.ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები დაუპირისპირდებიან.

მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მწვრთნელმა.სერ ალექს ფერგიუსონის აზრით,დღეს მადრიდში გულშემატკივრები გოლებს იხილავენ.შოტლანდიელის განცხადებით,მის გუნდს ძალუძს მეტოქე გუნდში ,,ქაოსის შექმნა”.

"დღევანდელი მატჩი 0 – 0 არ დამთავრდება.გოლები აუცილებლად იქნება.ჩვენ საკუთარი სტილის ერთგულები უნდა დავრჩეთ.მიზანი გამარჯვება და გოლის გატანაა,რასაც მეტოქე გუნდში ქაოსის წარმოქმნა შეუძლია.შესაძლოა,მატჩის ბოლო წუთები დრამატული აღმოჩნდეს,თუმცა ჩემმა შეგირდებმა ეს ყველაფერი პასუხისმგებლობით უნდა დააბალანსონ.”-განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
Category: ახალი ამბები Views: 654 Added: Sky Date: 13.02.2013 - 14:08

რამიმ და იბრამ “ვალენსიას” იმედი დაუბრუნეს
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
"ვალენსია”-”პარი სენ-ჟერმენი” 1:2

"ვალენსია”: გუაიტა, ჟოაუ პერეირა, რამი, რიკარდუ კოშტა, გუარდადო, კოსტა, ბანეგა (კანალესი 46′), პერეხო, ფეგული (ვიეირა 84′), ჟონასი (ვალდესი 46′), სოლდადო.
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

"პსჟ”: სირიგუ, სახო, ალექსი, ჟალე, მაქსველი, მატიუდი, ვერატი, პასტორე (არმანი 88′), ლუკას მოურა (შანტომი 54′), ლავესი (მენესი 76′), იბრაჰიმოვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: რამი 90′ – ლავესი 10′, პასტორე 43′.

გაფრთხილებები: ჟოაუ პერეირა 32′ – ვერატი 32′.
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი 90+2′.
ბურთის ფლობა: 63%-37%; კარისკენ დარტყმები: 5-4; კარში დარტყმები: 7-10; კუთხურები: 8-0; თამაშგარეები ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 743 Added: Sky Date: 13.02.2013 - 03:14

“იუვენტუსი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
"სელტიკი”-”იუვენტუსი” 0:3

"სელტიკი”: ფორსტერი, ისაგირე, ემბროუსი, უილსონი, მალგრიუ, ლიუსტიგი (მეთიუსი 59′), ვენიამა, ბრაუნი (კაიალი 80′), ფორესტი, კომონსი (უოტი 74′), ჰუპერი.
მთავარი მწვრთნელი: ნილ ლენონი.

"იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, პელუზო (პადოინი 69′), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, მატრი (პოგბა 81′), ვუჩინიჩი (ანელკა 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: მატრი 3′, მარკიზიო 77′, ვუჩინიჩი 83′.
გაფრთხილებები: ჰუპერი 37′, ფორესტი 42′, ბრაუნი 76′ – ლიხტშტაინერი 37′, პადოინი 76′, მარკიზიო 89′.

ბურთის ფლობა: 49%-51%; კარისკენ დარტყმები: 7-2; კარში დარტყმები: 10-7; კუთხურები: 10-4; თამაშგარეები: 0-5; ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 628 Added: Sky Date: 13.02.2013 - 03:12

“სან ანტონიო” სმიტით ინტერესდება
როგორც  Yahoo Sports-ი იუწყება,”სან ანტონიო სპურსი” იმ გუნდთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებიც "ატლანტა ჰოუქსის” ფორვარდის ჯოშ სმიტის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

ტრანსფერის გაჩარხვას ის ფაქტი უწყობს ხელს,რომ  ”ჰოუქსის” გენერალური დირექტორი რამდენიმე წლის წინ ტეხასურ გუნდში მუშაობდა.

რაც შეეხება ჯორჯიულ კლუბის ხელმძღვანელობას,არ აპირებენ სმიტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მზად არიან ნებისმიერი გაცვლის შესაძლებლობა განიხილონ.
Category: ახალი ამბები Views: 559 Added: Sky Date: 13.02.2013 - 01:14

“ზესტაფონმა” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა
2013 წლის 12 თებერვალს, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი, რიგით მეხუთე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - საქართველოს ჩემპიონის მეტოქე, ბელარუსის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ ჟოდინოს საფეხბურთო კლუბი "ტორპედო-ბელაზი” გახლდათ.
 დღევანდელი შეხვედრა ქალაქ ბელეკში გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით - 17:00) საათზე დაიწყო. "ბელაზის” სახელგანთქმული საავტომობილო ქარხნის წარმომადგენელი კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი იგორ კრიუშენკო წვრთნის, საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნება, თუმცა ბელარუსის უმაღლეს ლიგაში სისტემატურად ასპარეზობს. გუნდის ღირსებას, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, კამერუნელი და უკრაინელი ლეგიონერები იცავენ.
 ზესტაფონელები დანაკლისს ვერც დღევანდელ შეხვედრაში ასცდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო, ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 724 Added: Sky Date: 12.02.2013 - 21:56

“რეალმა” ბეილთან მოლაპარაკება დაიწყო
მადრიდის "რეალს” ლონდონის "ტოტენჰემის” ნახევარმცველის – გარეტ ბეილის შეძენა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. El Confidential-ის ცნობით, მადრიდელები უკვე შეხვდნენ უელსელის წარმომადგენლებს და მოლაპარაკების პირველი ეტაპიც გამართეს. 
 ესპანური მხარე ბეილის სატრანსფერო ღირებულებითა და პირადი კონტრაქტის დეტალებით იყო დაინტერესებული. "რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბეილის სანაცვლოდ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელადაა მზად. არაა გამორიცხული, მადრიდელებმა ამ თანხას კიდევ რომელიმე ფეხბურთელიც დაუმატონ. 
 ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ტოტენჰემი” ბეილში 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
Category: ახალი ამბები Views: 684 Added: Sky Date: 12.02.2013 - 21:54

« 1 2 ... 86 87 88 89 »
content top