infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

პერესი ანჩელოტის უკვე შეუთანხმდა
ზაფხულში მადრიდის რეალი, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალ სპეციალისტს დანიშნავს, ამის შესახებ იუწყება ესპანური გამოცემა Sport.

ზემოთმოცემული პორტალის ინფორმაციით, "თეთრების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "პარი სენ ჟერმენის” ამჟამინდელ თავკაცთან კარლო ანჩელოტისთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. უახლოეს დროში კი მხარეებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში "რეალში” ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებით არაერთი ჭორი ვრცელდება. თავიდან პრესა იტყობინებოდა, რომ პორტუგალიელმა მადრიდის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა გასულ უქმეებზე ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ "განსაკუთრებულის” "სამეფო კლუბთან” კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვის სურვილთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
Category: ახალი ამბები Views: 692 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:41

ბაიერნი აიაქსის 18-წლის თავდამსხმელით ინტერესდება
ჰოლანდიური აიაქსის 18-წლის ფორვარდი ვიქტორ ფიშერი ბაიერნის ინტერესების სფეროში მოექცა.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის წარმომადგენლები კვირას ჰოლანდიის ჩემპიონატის ეგიდით, "პსვ”-სა და "აიაქსის” გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც ამსტერდამელების ახალგაზრდა ფეხბურთელის ფიშერის თამაშს დააკვირდნენ.

მიმდინარე სეზონში ვიქტორმა, რომელიც ამსტერდამული კლუბის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება, ერედივიზიონის ეგიდით 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
Category: ახალი ამბები Views: 713 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:39

ერნანესი შესაძლოა იუვენტუსში ვიხილოთ
ბებერი ქალბატონი ლაციოს ნახევარმცველის ერნანესის გადაბირებას გეგმავს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში” შესაძლოა უკვე უახლოეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შედგეს. ერნანესმა არაერთხელ განაცხადა, რომ რომში ბედნიერია, თუმცა "ლაციოსთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა სერია ა-ში 28 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა
Category: ახალი ამბები Views: 707 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:37

მან სიტი და არსენალი ნიანგით ინტერესდებიან
ინგლისურმა კლუბებმა მილანის ფორვარდის მ’ბაიე ნიანგის პოტენციალურ ტრანსფერთან დაკავშირებით ფიქრი დაიწყეს.

Eurosport-ის ინფორმაციით, "როსონერიმ” შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა და იმედისმომცემი თავდამსხმელი გაყიდოს, რათა გუნდში "სენტ-ეტიენის” თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ადგილი გაათავისუფლოს.

საინტერესოა, რომ 23-წლის ობამეიანგი 2007/08 წლების სეზონში "მილანის” ახალგაზრდულ გუნდში უკვე ასპარეზობდა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ იგი გაანათხოვრა. პიერ-ემერიკმა მისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ნიანგის ანგარიშზე კი – მხოლოდ 16 ჩატარებული შეხვედრაა.
Category: ახალი ამბები Views: 680 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:35

გარაი შესაძლოა რეალში დაბრუნდეს
მომდევნო სეზონში რეალმა შესაძლოა ბენფიკას არგენტინელი მცველი ეზეკიელ გარაი დაიბრუნოს, იტყობინება O Jogo.

"ბლანკოსმა” გარაი "ბენფიკას” 2011-წელს 5,5 მილიონ ევროდ მიყიდა, თუმცა ამ შეთანხმებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, მადრიდელებს მისი უკან გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლიათ, რაც ორჯერ ნაკლები თანხაა იმაზე, რასაც მცველის სანაცვლოდ სხვა კლუბები იხდიან. კერძოდ, ჭორების თანახმად, "ემიუ” მზადაა მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"რეალს” გარაი პეპეს, სერხიო რამოსსა და რაფაელ ვარანს შორის კონკურენციის გაძლიერებისათვის სჭირდება.

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს რიკარდო კარვალიო და რაულ ალბიოლი "სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებენ.
Category: ახალი ამბები Views: 586 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:33

ნაპოლის მედელი სჭირდება
ნაპოლი სევილიის ნახევარმცველის გარი მედელის გადაბირებით დაინტერესდა, იტყობინება Marca.

ესპანური გაზეთი იუწყება, რომ ნეაპოლელები 25-წლის ჩილელს აკვირდებიან და ზაფხულში შესაძლოა ანდალუსიურ კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართონ. იტალიელებმა მედელის ხელში ჩაგდება ადრეც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

მედელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროდ ფასდება.

ჩამშლელი ნახევარმცველი "სევილიაში” 2011-წლის ზაფხულიდან ასპარეზობს, როდესაც იგი ესპანეთში არენტინული "ბოკა ხუნიორსიდან” გადავიდა. 2009-წლამდე იგი მშობლიურ "უნივერსიდად კათოლიკაში” ასპარეზობდა.
Category: ახალი ამბები Views: 637 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:31

მეთოფეების მნიშვნელოვანი გამარჯვება ნორვიჩთან
metofeebi
არსენალი, რომელიც 85-ე წუთამდე მარცხდებოდა, შეძლო, ნორვიჩს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

"არსენალი” – "ნორვიჩი” 3:1
 გოლები: არტეტა, 85 (პენალტით), ბასონგი, 88 (ს.კ), პოდოლსკი, 90+2 – ტერნერი, 56

"არსენალი”: ფაბიანსკი, გიბსი, სანია (ოქსლეიდ-ჩემბერლენი, 80), ვერმაელენი, კოშელნი, უილშირი (უოლკოტი, 60), რემსი, კასორლა, არტეტა, ჟირუ, ჟერვინიო (პოდოლსკი, 60)

"ნორვიჩი”: ბანი, მარტინი, უიტაკერი, ბასონგი, ტერნერი, ტეტეი (ჯექსონი, 89), ჯონსონი (ფოქსი, 61), ჰოუსონი, კამარა, სნოდგრასი, ჰოლტი
Category: ახალი ამბები Views: 978 Added: Sky Date: 14.04.2013 - 02:30

« 1 2 3 4 ... 88 89 »
content top