infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

კაშია: “ბონი 20 მილიონზე მეტი ღირს”
არნემის "ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელის, კოტდივუარელი ვილფრიდ ბონის სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს აღემატება.
 ბონი აფრიკის თასზე იმყოფებოდა სათამაშოდ და არნემში დაბრუნებულმა გასულ უქმეებზე ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში პსვ-სთან დუბლი შეასრულა.
 ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემა voetbalzone.nl-ის ინფორმაციით, ბონის რუსული პრემიერლიგის კლუბები ეპატიჟებიან და მზად არიან, 14 მილიონი ევრო გადაიხადონ.
 "ჩემი აზრით, 20 მილიონი ევროც კი ცოტაა. ფული მთავარი არ არის. ბონი გუნდისთვის აუცილებელია. მით უმეტეს, ევროპის ლიგაში გასვლისთვის ვიბრძვით”, – განაცხადა კაშიამ.
 კოტდივუარელი არნემულ კლუბში მე-3 სეზონია გამოდის და 54 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
Category: ახალი ამბები Views: 626 Added: Sky Date: 12.02.2013 - 21:53

რეალი - მანჩესტერი /პრევიუ/
ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალი

დასაწყისი: 13 თებერვალი, 23:45
ადგილი: მადრიდი, "Santiago Bernabéu"
მსაჯი: F. Brych‎ 
ექსპერტთა ვარაუდი: 
რეალი - 41.7%, მანჩესტერი - 47.4%, ფრე - 10.9%


დანაკლისები: 
რეალი: კასილასი
მანჩესტერი: ჯონსი, ფელტჩერი, იანგი

წინასამატჩო კომენტარები:
"მანჩესტერს სჭირდება სამი ფეხბურთელი რონალდუს ასაყვანად, ის საოცარი ტექსნიკი პატრონია და ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნის." - მაიკლ კერიკი

"მე და ჩემი გუნდი ძალიან ბევრს ვარჯიშობთ ამ მატჩისთვის, მანჩესტერი ძალიან კარგ ფორმაშია და მისი დამაცხება ყველა მეტოქისთვის რთულია." - ჩაბი ალონსო
Category: ახალი ამბები Views: 995 Added: Better Date: 12.02.2013 - 18:46

თეთრი ბიჭების ,,შავი" შეძახილები
მილანის „ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი გამოთქვამს მწუხარებას იმ რასისტული შეძახილების გამო, რომლებიც „კიევოსთან" თამაშის დროს „ნეაძურის" გულშემატკივრებისგან ისმოდა „მილანის" ახალწვეულის, მარიო ბალოტელის მიმართ. „ინტერის" ყოფილი ფორვარდი „მანჩესტერ სიტიდან" „მილანში" იანვრის სატრანსფერო ფენჯრის დახურვამდე, ცოტა ხნით ადრე გადავიდა. „სუპერ მარიოს" დაბრუნება სერია A-ში მართლაც და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით გაწვრთნილ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ორ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. მაგრამ ის „ნეაძურის" ფანების სამიზნეც აღმოჩნდა. კვირა საღამოს, როდესაც მათმა გუნდმა „მფრინავ ვირებთან" ანგარიშით 3-1 გაიმარჯვა, „ტიფოზებმა" ბალოტელი რასისტული შეძახილებით „გაამხნევეს". "ინტერის” პრეზიდენტი მომხდარის გამო შეშფოთებულია და გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება „დერბი დელა მადონინაზე", რომელიც 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. „ინტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას მორატიმ გან ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 688 Added: Sky Date: 12.02.2013 - 03:08

ჩემპიონთა ლიგა გლაზგოსა და ვალენსიაში განახლდება
ფეხბურთის მოყვარულთა ლოდინს ბოლო მოეღო – ევროპულ მინდვრებს კონტინენტის მასშტაბით უმთავრესი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. 1/8-ფინალებიდან, რამდენიმე წყვილი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. მართალია, დღეს არცერთი მათგანის ხილვის ბედნიერება არ გვექნება, მაგრამ გლაზგოში და ვალენსიაში გასამართი დაპირისპირებები არცთუ მცირე ინტერესს მაინც იწვევს. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა.
  
  
სელტიკი-იუვენტუსი
 გლაზგოში, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ბოლო ტურებში შიდა ასპარეზზე ლიდერობა გაიმყარეს და ახლა, მათი ყურადღება სრულად ჩემპიონთა ლიგისკენაა მიპყრობილი. ეს განსაკუთრებით "სელტიკზე” ითქმის. მას შემდეგ, რაც "რეინჯერსს” შოტლანდიის პრემიერლიგა დაატოვებინეს, ცხადი გახდა, რომ ნილ ლენონის გუნდი ქვეყნის ჩემპიონატს ადვილად მოიგებდა. ასეც ხდება – გა ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 1046 Added: Sky Date: 12.02.2013 - 03:06

“დილამ“ თურქული შეკრება სერბებთან მარცხით დაასრულა
თურქული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გორის "დილამ” სერბეთის სუპერლიგაში მოასპარეზე (მე-15 ადგილი) კრაგუიევაცის "რადნიჩკი 1923”-თან გამართა. იმის მიუხედავად, რომ ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაინც მეტოქემ იმარჯვა – 1:0.
 სპარინგის ერთადერთი გოლი ლატვიელი კიპერის კასპარს იქსტენსის კარში 58-ე წუთზე გავიდა. სხვათა შორის, ეს გახლდათ ბელეკში შეკრებაზე მყოფი გორელთა პირველი და უკანასკნელი უგოლო მატჩი.
 შეგახსენებთ, რომ მანამდე ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილებმა 4 პაექრობა გამართეს – მოუგეს ჩეხეთის "მლადა ბოლესლავს” (3:2) და ბრაზილიურ "გრემიო ბარუერს” (2:1), ფრედ ეთამაშნენ ავსტრიულ "ვინერ ნოიშტადტს” (1:1) და რუსულ "სალიუტს” (1:1).
 "დილამ” შე ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 637 Added: Sky Date: 12.02.2013 - 03:01

ვილიას თირკმელზე ოპერაციას გაუკეთებენ
კატალონიის "ბარსელონას” 31 წლის თავდამსხმელის, დავიდ ვილიას გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა. ამჯერად, ასტურიელი შემტევი თირკმელმა შეაწუხა და მას ოპერაცია სჭირდება.
 "ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვილიას კენჭის გავლა აქვს და მას ოპერაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება.
 ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიელთა მე-7 ნომრის მკურნალობას დიდი დრო არ დასჭირდება. არც ისაა გამორიცხული, მან უახლოეს შაბათს, "გრანადას” წინააღმდეგ ითამაშოს.
Category: ახალი ამბები Views: 725 Added: Sky Date: 12.02.2013 - 02:59

ოფიციალურად: "ფიორენტინამ" სისოკო არენდით აიყვანა

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი იტალიაში დაბრუნდა.

მალელი ფეხბურთელი "ფიორენტინას" ღირსებას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არენდის წესით დაიცავს. გარდა ამისა, არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ ფლორენციელებს ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლებათ.
< ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 952 Added: Sky Date: 01.02.2013 - 01:42

« 1 2 ... 87 88 89
content top