Main »
- Archive
მადრიდის "რეალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებას აპირებს. გერმანიის ნაკრების წევრმა იქვე დასძინა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნთან” შეხვედრას ისურვებდა. "რეალში” მოთამაშე ფეხბურთელებისთვის თასების მოგება აუცილებელი რამ გახლავთ. ახლა გუნდი ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს. კარგი იქნებოდა, ფინალში "ბაიერნს” რომ შევხვდეთ. თუმცა, ფინალამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი”, – განაცხადა იოზილმა. შეგახსენებთ, რომ "რეალი” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩს 5 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე” ჩაატარებს. "სამეფო კლუბსა” და "მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
"მილანის” ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ამიერიდან "როსონერიმ” მეორე ადგილზე უნდა იფიქროს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, "შავ-წითლებმა” კევინ-პრინს ბოატენგისა და ჯამპაოლო პაცინის (დუბლი) გოლების წყალობით, "ლაციო” 3-0 დაამარცხეს. "ლაციოსთან” მატჩამდე, ჩვენი მიზანი მესამე პოზიციის დაკავება იყო, მაგრამ ახლა მეორე ადგილზე გადასვლა გვსურს და ამისათვის, "ნაპოლი” უნდა ჩამოვიტოვოთ. მოხარულები ვართ, რადგან კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ ჩემი დარტყმული ძელს მოხვდა და გოლი ვერ გავიტანე. იმედი მაქვს, მომავალში, ჩემი დარტყმები უფრო ზუსტი იქნება”, – უთხრა 18 წლის მოთამაშემ Tuttosport-ს.
"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჟორდი როურა აცხადებს, რომ ის მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ მატჩი "სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან, გოლები ბენზემამ და რამოსმა გაიტანეს, ხოლო კატალონიელებიდან, ერთი გოლის გატანა მესიმ მოახერხა. "ჩემი გუნდის ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. რა თქმა უნდა, "ბერნაბეუზე” თამაში ყოველთვის ძალიან რთულია”, – უთხრა როურამ ჟურნალისტებს.
მადრიდის "რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა "ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში მომხდარი საეჭვო ინციდენტი გაიხსენა. 26 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ არ იცის, იყო თუ არა კონტაქტი მასსა და ადრიანოს შორის. შეგახსენებთ, რომ ეს ეპიზოდი შეხვედრის ბოლო წუთებში მოხდა. მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რის გამოც კატალონიელები ძალიან გაბრაზდნენ და ვიქტორ ვალდესმა წითელი ბარათიც მიიღო. "პენალტი? არ ვიცი, იყო თუ არა კონტაქტი. ეს მომენტი განმეორებით უნდა ვნახო. გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ”, – ამბობს რამოსი.
"მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ლაციოსთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერიმ” მესამე ადგილი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლებმა” კევინ-პრინს ბოატენგის ერთი და ჯამპაოლო პაცინის ორი გოლის წყალობით იმარჯვეს. "ჩემი გუნდის თამაშიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ მესამე ადგილზე ყოფნას ვიმსახურებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ბოლო დღეებში, ძველზე უფრო ორგანზიბულად გამოვიყურებით. კარგ ფორმაში ვართ და იმედია, სეზონის ბოლომდე ასე იქნება”, – ამბობს 45 წლის სპეციალისტი. გასულ შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ლაციოს” თავკაცმაც. პეტკოვიჩის აზრით, რომ არა კანდრევას გაძევება, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. "მილანი” არაა ის გუნდი, რომელსაც ვერ დაამარცხებ. თუმცა, იმის შემდეგ, რაც კანდრევა გააძევებს, მოვლენები სხვაგვარად განვითარ
...
Read more »
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სან სიროზე” შედგა, სადაც "მილანმა” რომის "ლაციო” მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მე-16 წუთზე "როსონერი” რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან "ლაციოს” ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა გააძევეს. პირველი ორი გოლი მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა, მასპინძელთა რიგებიდან თავი ჯამპაოლო პაცინიმ (40′) და კევინ-პრინს ბოატენგმა (44′) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში პაცინიმ დუბლი გაიფორმა და მილანელთა უპირატესობა განამტკიცა – 3:0. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "მილანმა” და "ლაციომ” სატურნირო ცხრილში პოზიციები გაცვალეს: "როსონერიმ” მესამე ადგილზე გადაინაცვლა (48 ქულა), "ბიანკოჩელესტი” კი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა (47 ქულა). "მილანი”-”ლაციო” 3:0 "მილანი”: აბიატი, აბატე, ზაპატა (ძაკარდო 46′), იეპესი, დე შილიო, ამბროზინი, ფლამინი, მონტოლივო, ბოატენგი (რო
...
Read more »
|