Main »
- Archive
![]() "მესი გუნდს ყველა მატჩში ვერ გადაარჩენს. ლეო ძალიან მიყვარს და მსურს, მას კიდევ შევხვდე, ამჯერად, "ბარსელონაში”. ვფიქრობ, იმის უფლება მაქვს, რომ "ბარსელონაში” მესის ყოველდღე გაწვრთნაზე ვიოცნებო”, – განაცხადა მარადონამ, რომელიც შაბათს მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოს” დაესწრო. გარკვეული ხნის წინ მარადონამ ისიც თქვა, რომ პეპ გვარდიოლას გარეშე კატალონიელები უაზროდ თამაშობენ.
"ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება. 51 წლის იტალიელ სპეციალისტს ნეაპოლელებთან ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაუგრძელებია და არსებული ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონატში სამუშაოდ მზადაა. მაცარი "ნაპოლიში” 2009 წლიდან მუშაობს და ხსენებული გუნდის ბოლოდროინდელი წარმატება მის სახელს უკავშირდება.
![]() ინტერნეტგამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, 28 წლის იტალიელი თავდამსხმელი ხელშეკრულებას 2016 წლამდე გაახანგრძლივებს, ხოლო ხელფასად წელიწადში 2,7 მილიონს მიიღებს. მიმდინარე სეზონში პაცინიმ "მილანის” შემადგენლობაში 26 მატჩში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, რომის "ლაციოსთან” დუბლი შეასრულა.
![]()
![]() 19 წლის ფრანგი „მოხუც სენიორაში" გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადაბარგდა. პოგბამ იტალიის ჩემპიონატში ხუთი გოლის გატანა მოახერხა და საკუთარი კარგი თამაშით, ბევრი ევროპული კლუბი დააინტერესა. გავრცელებული ხმების თანახმად, „ქალაქელები" მზად არიან ტურინელებს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა შესთავაზონ ახალგაზრდა ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
![]() "რეალი” "ოლდ ტრაფორდს” ამ შემადგენლობით ეწვევა: მეკარეები: კასილასი, ადანი, დიეგო ლოპესი, ხესუსი; მცველები: რამოსი, არბელოა, მარსელო, ალბიოლი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ, კარვალიუ; ნახევარმცველები: მოდრიჩი, ალონსო, ხედირა, იოზილი, კაკა, კალეხონი, დი მარია, ესიენი, მორატა; თავდამსხმელები: რონალდო, ბენზემა, იგუაინი.
|