infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » ინციდენტი ელ კლასიკოზე

ინციდენტი ელ კლასიკოზე

მადრიდის "რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა "ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში მომხდარი საეჭვო ინციდენტი გაიხსენა. 26 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ არ იცის, იყო თუ არა კონტაქტი მასსა და ადრიანოს შორის.

შეგახსენებთ, რომ ეს ეპიზოდი შეხვედრის ბოლო წუთებში მოხდა. მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რის გამოც კატალონიელები ძალიან გაბრაზდნენ და ვიქტორ ვალდესმა წითელი ბარათიც მიიღო.

"პენალტი? არ ვიცი, იყო თუ არა კონტაქტი. ეს მომენტი განმეორებით უნდა ვნახო. გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ”, – ამბობს რამოსი.
Views: 414



Shadow


content top