infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » მილანი 3:0 ლაციო

მილანი 3:0 ლაციო

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სან სიროზე” შედგა, სადაც "მილანმა” რომის "ლაციო” მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მე-16 წუთზე "როსონერი” რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან "ლაციოს” ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა გააძევეს. პირველი ორი გოლი მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა, მასპინძელთა რიგებიდან თავი ჯამპაოლო პაცინიმ (40′) და კევინ-პრინს ბოატენგმა (44′) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში პაცინიმ დუბლი გაიფორმა და მილანელთა უპირატესობა განამტკიცა – 3:0.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "მილანმა” და "ლაციომ” სატურნირო ცხრილში პოზიციები გაცვალეს: "როსონერიმ” მესამე ადგილზე გადაინაცვლა (48 ქულა), "ბიანკოჩელესტი” კი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა (47 ქულა).

"მილანი”-”ლაციო” 3:0

"მილანი”: აბიატი, აბატე, ზაპატა (ძაკარდო 46′), იეპესი, დე შილიო, ამბროზინი, ფლამინი, მონტოლივო, ბოატენგი (რობინიო 76′), ელ შაარავი, პაცინი (ნიანგი 68′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

"ლაციო”: მარკეტი, პერეირინია (ცანა 46′), დიასი, ბიავა, რადუ, გონსალესი, ლედესმა, კანდრევა, ერნანესი (ედერსონი 70′), ლულიჩი, ფლოკარი (საა 78′).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: პაცინი 40′, 60′, ბოატენგი 44′.
გაფრთხილებები: პაცინი 31′, ბოატენგი 58′, იეპესი 90′ – ბიავა 47′, რადუ 58′.
გაძევება: კანდრევა 16′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
Views: 589



Shadow


content top