infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

ინტერს ლენონი უნდა
ინტერი, ლენონი
"ნერაძური” ლონდონის "ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველის აარონ ლენონის გადაბირებას გეგმავს, იტყობინება Corriere dello Sport.

სავარაუდოდ, ამ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მხარეები მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ევროპის ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართავენ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ლენონმა პრემიერ ლიგაში "დეზების” მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Category: ახალი ამბები Views: 606 Added: Sky Date: 03.03.2013 - 01:33

პიკე მსაჯით უკმაყოფილოა
ესპანეთის პრიმერადივიზონის 26-ე ტურში მადრიდის "რეალსა” და "ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (2:1) შემდეგ, კატალონიელთა მცველმა ხერარ პიკემ განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა "სამეფო კლუბის” კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა.

"ჩემი აზრით, სერხიო რამოსმა ადრიანოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და ეს აშკარა იყო. ამის შესახებ არბიტრს ვუთხარით. ჩვენი გუნდის მატჩებში ასეთი მსაჯობები ყოფილა. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "რეალი” ძლიერი გუნდია, რომელსაც თამაშების მოგება მსაჯების გარეშეც შეუძლია. "ბარსა” მთელი წლის განმავლობაში ყოველთვის იდეალურად ვერ ითამაშებს. პერიოდული ჩავარდნები გვაქვს. თქმა არ უნდა იმას, რომ ამაში არაფერია კარგი, "ბარსა” მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, მდგომარეობას გამოვასწორებთ. ეს ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელშიც ოდესმე მითამაშია”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს AS-ი.
Category: ახალი ამბები Views: 682 Added: Sky Date: 03.03.2013 - 01:31

ნადირაძემ 3 პენალტი აიღო
ნადირაძე
ცხინვალის „სპარტაკისა" და „ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება სათასო თუ ჩემპიონატის ბატალიებში, ყოველთვის საინტერესოა და ეს ტენდენცია ამჯერადაც გაგრძელდა. თავად განსაჯეთ, ამ გუნდების ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა. „მცხეთა-პარკზე" სტუმრად ნათამაშები ფრე, ცხინვალელებს მცირედ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ სხვა ფაქტორები ვეტერინართა წისქვილზე ასხამდა წყალს. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა დღევანდელ მატჩში შემტევი ნახევარმცველი კონსტანტინე ხიზანეიშვილი ვერ გამოიყენა, რომელმაც „მცხეთა პარკზე" ორი ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, „სპარტაკის" დანაკლისი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. ცხინვალელებს ტრავმის გამო ნახევარმცველი უჩა ბურძენაძეც დააკლდათ, რომელიც ხაჩიძის გუნდის თამაშში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა... და კიდევ, 1/8 ფინალის პირველი მატჩის მსგავსად, სპარტაკელებს საპასუხო შეხვედრაშიც არ ჰყავდათ ფორვარდები: დავით გელაშვილი და ახლადდამატებულ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 942 Added: Sky Date: 03.03.2013 - 00:57

უიგანი 0:4 ლივერპული
უიგანი, ლივერპული
"წითლებმა” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აუტსაიდერი თავისსავე მოედანზე მიწასთან გაასწორეს.

"უიგანი” – "ლივერპული” 0:4
 გოლები: დაუნინგი, 2, სუარესი, 18, 34, 49

"უიგანი”: ალ ჰაბსი, კოლდუელი (ესპინოსა, 52), ფიგეროა, ბოისი, შარნერი, მაკარტი, მელოუნი, მაკარტური, ბოსეჟური (მაკმანამანი, 62), კონე, დი სანტო (ალკარასი, 52)

"ლივერპული”: რეინა, ჯონსონი, ენრიკე, აგერი, კარაგერი, ლუკასი, ალენი, ჯერარდი, დაუნინგი, კოუტინიო (ჰენდერსონი, 71), სუარესი

გაფრთხილებები: კოლდუელი, მაკარტური – ალენი ლუკასი
Category: ახალი ამბები Views: 559 Added: Sky Date: 03.03.2013 - 00:47

ვალდესმა წითელი ბარათი მიიღო
ვალდესი
"ბარსელონას” გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის გამართული "ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ არბიტრთან კამათის გამო ჯერ ყვითელი, ხოლო შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი არბიტრის მიგელ პერეს ლასას მოქმედებით, რომელმაც "რეალთან” მატჩის მიწურულს მასპინძელთა საჯარიმოში კატალონიელების მცველის ადრიანო კორეიას მიმართ თამაშის წესების დარღვევის გამო პენალტი არ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე” "ბლანკოსისა” და "ბლაუგრანას” შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:1.
Category: ახალი ამბები Views: 634 Added: Sky Date: 03.03.2013 - 00:04

როურა მსაჯებით უკმაყოფილოა
როურა, ბარსელონა, რეალი ბარსელონა
"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ხორდი როურამ ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით გამართული დღევანდელი "ელ კლასიკოს” (1:2) მსაჯობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"ჩემი გუნდის თამაში მომეწონა, ფეხბურთელების ურთიერთობა მოედანზე. "ბერნაბეუდან” ქულის წამოღებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის ძალიან რთულია”.

"პენალტი? მსაჯობაზე საუბარი არ მსურს. ხალხმა განმეორებით უნდა უყუროს ამ ეპიზოდს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი”.

"რასისტული გამონათქვამები ალვეშის მიმართ? უკომენტაროდ. გულშემატკივრები ეცადნენ გამოეჩინათ თავი, რითაც შეეძლოთ”
Category: ახალი ამბები Views: 586 Added: Sky Date: 02.03.2013 - 23:38

მესიმ დი სტეფანოს რეკორდი გაიმეორა
მესის რეკორდი, მესის გოლები
"რეალის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ მადრიდელების ყოფილი თავდამსხმელის ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გაიმეორა, იტყობინება Infostrada.

ახლა ზემოთნახსენებ ორივე ფორვარდს "ბარსელონასა” და "რეალის” დაპირისპირებებში 18-18 გოლი აქვთ გატანილი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი "ელ კლასიკო” საბოლოოდ "სამეფო კლუბის” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:1.
Category: ახალი ამბები Views: 621 Added: Sky Date: 02.03.2013 - 23:35

« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 88 89 »
content top