"მილანის” ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ამიერიდან "როსონერიმ” მეორე ადგილზე უნდა იფიქროს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "შავ-წითლებმა” კევინ-პრინს ბოატენგისა და ჯამპაოლო პაცინის (დუბლი) გოლების წყალობით, "ლაციო” 3-0 დაამარცხეს.
"ლაციოსთან” მატჩამდე, ჩვენი მიზანი მესამე პოზიციის დაკავება იყო, მაგრამ ახლა მეორე ადგილზე გადასვლა გვსურს და ამისათვის, "ნაპოლი” უნდა ჩამოვიტოვოთ.
მოხარულები ვართ, რადგან კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ ჩემი დარტყმული ძელს მოხვდა და გოლი ვერ გავიტანე. იმედი მაქვს, მომავალში, ჩემი დარტყმები უფრო ზუსტი იქნება”, – უთხრა 18 წლის მოთამაშემ Tuttosport-ს.