არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ "ხიმნასიასა” და "ნუევა ჩიკაგოს” უნდა ეთამაშათ, ლაპლატელთა გუნდის 31 წლის გულშემატკივარი დაიღუპა.
თამაშამდე, არა სტადიონის ტერიტორიაზე, გუნდის გულშემატკივრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, სადაც სხვა სახის იარაღებთან ერთად, ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა, ტყვია ხულიო ვისასს მოხვდა, რომელიც სან მარტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სიკვდილს ძლივს გადაურჩა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ტყვია წელის მიდამოში მოხვდა. ის სორ მარია ლუდოვიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
აბა, ვიღას აინტერესებს, რომ "ხიმენესმა” თამაში 4:0 მოიგო.
შეგახსენებთ, გასულ კვირაში მსგვასი ინციდენტი "რივერ პლეიტისა” და "ტიგრეს” გულშემატკივრებს” შორის მოხდა და მაშინ 14 ადამიანი დაიჭრა.