Main »
- Archive
მადრიდის "რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, გადამწყვეტი ის იქნება, თუ რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს. "საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. "ბარსელონასთან” გამართულმა მატჩებმა კარგი განწყობა შეგვიქმნა. ვიცით, რომ "ოლდ ტრაფორდზე” რთული შეხვედრა იქნება როგორც მეტოქე გუნდისთვის, ასევე ჩვენთვის, რადგან ისინიც და ჩვენც საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. გადამწვეტი მნიშვნელობა ექნება პირველ გოლს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. მოედანზე უშეღავათო ტაქტიკური ბრძოლა გაიმართება და გარისკვაც ღირს”, – ციტირებს ბენზემას სიტყვებს "სქაი სპორტსი”. კიდევ შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა” და "რეალს” შორის ხვალ, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
![]() "ხვალ გოლებს ვიხილავთ, ორივე გუნდი გაიტანს, ნულოვანი ფრე არ იქნება. ამავე დროს, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ მეტის გატანა შეგვიძლია, ვიდრე მეტოქეს. შეამჩნევდით, რამდენი ტელეკამერა მუშაობს ბოლო პერიოდში ჩვენს ბაზაზე. ეს არის დასტური იმისა, რომ დამდეგი მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ასეთი შეხვედრები მოვლენებია, რომლის ხილვაც ყოველთვის გსურს. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ხიბლი, ფეხბურთელებს ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა აქვთ. ჩემი აზრით, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. "რეალმა” ზედიზედ
...
Read more »
![]() შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის მერვედფინალის პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედი” ტრადიციული ევროპული კლუბია, რომელიც ყოველთვის მიიჩნევა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად. მათ ორი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავთ – უეინ რუნი და რობინ ვან პერსი გამორჩეულები არიან. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე” თავდაჯერებულები გავალთ. ვიცით, რომ მოდმევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”, – აცხადებს რიკარდო კაკა.
მადრიდის "რეალის” შემტევი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი დარწმუნებულია, რომ "სამეფო კლუბს” "მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერის გადალახვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ გუნდების შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. "კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, ამიტომ რთულ მატჩს ველი. თუმცა, პირველ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და შეიძლება, ითქვას, "მანჩესტერს” ვაჯობეთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვაპირებთ, მათ ჩვენი თამაში შევთავაზოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. თუ "ბარსელონას” ამარცხებ, მაშინ სხვასაც მოუგებ”, – ამბობს 24 წლის მოთამაშე.
![]() შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ჯენოას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 36 წლის შემტევმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. "დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილზე გავალთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით”, – ამბობს ვეტერანი მოთამაშე. გასულ შეხვედრაში, ტოტიმ სერია ა-ში თავისი 225-ე გოლი გაიტანა, ამრიგად მან გუნარ ნორდალის მაჩვენებელი გაიმეორა და შესაბამისად, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორის, მეორე ადგილზეა. "ძალიან ემოციური და მოულოდნელი მომენტი იყო. არ ვიცოდი, თუ ჩემს გოლს ასე აღნიშნავდნენ. მშვენიერი რამ იყო, რაც არასოდეს დამავიწყდება”, – აცხადებს ტოტი.
...
Read more »
![]() გარდა ამისა, ესპანური პრესის ინფორმაციით, "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ალვეშს ნაბიჭვარი უწოდა. ეს კი იმ ეპიზოდში მოხდა, როცა ბრაზილიელმა მცველმა კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მოურინიოს მხრიდან ამგვარი შეურაცხყოფა არც არის გასაკვრი. როგორც ცნობილია, პორტუგალიელ სპეციალისტსა და ალვეშს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. აღნიშნული მომენტი ტელეკამერებმაც დააფიქსირეს, რასაც აქვე გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო
...
Read more »
|