infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 4 » ფერგიუსონს მანჩესტერის წარმატების სჯერა

ფერგიუსონს მანჩესტერის წარმატების სჯერა

ფერგიუსონი"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩზე ისაუბრა. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ "ოლდ ტრაფორდზე” ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას.

"ხვალ გოლებს ვიხილავთ, ორივე გუნდი გაიტანს, ნულოვანი ფრე არ იქნება. ამავე დროს, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ მეტის გატანა შეგვიძლია, ვიდრე მეტოქეს. შეამჩნევდით, რამდენი ტელეკამერა მუშაობს ბოლო პერიოდში ჩვენს ბაზაზე. ეს არის დასტური იმისა, რომ დამდეგი მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ასეთი შეხვედრები მოვლენებია, რომლის ხილვაც ყოველთვის გსურს. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ხიბლი, ფეხბურთელებს ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა აქვთ. ჩემი აზრით, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. "რეალმა” ზედიზედ ორჯერ შესანიშნავად ითამაშა "ბარსელონას” წინააღმდეგ. ჩვენ შევისწავლეთ მადრიდელთა ტაქტიკა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს.

სამწუხაროდ, ფილ ჯონსი ხვალ ვერ დაგვეხმარება. რაიან გიგზი ითამაშებს, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია, პირველივე წუთებიდან იქნება მოედანზე თუ მოგვიანებით შევა.

კრიშტიანო რონალდუ დიდი პრობლემაა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩემი გუნდი მის წინააღმდეგ მაქსიმალურად სუფთად ითამაშებს. ახალგაზრდა რაფაელმა მადრიდულ მატჩში გარკვეული გამოცდილება დააგროვა, რაც ხვალაც გამოადგება. მხოლოდ რონალდუზე ყურადღების გამახვილება სწორი არ იქნება. გოლების გატანა მეტოქე გუნდის სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ”, – განაცხადა ფერგიუსონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა” და "რეალს” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ჯიუნეთ ჩაქირის თავკაცობით თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
Views: 566



Shadow


content top