infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 4 » ტოტის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა

ტოტის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა

ტოტიიტალიური "რომას” კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი დარწმუნებულია, რომ "ჯალოროსის” სერია ა-ში მესამე ადგილზე გასვლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ჯენოას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 36 წლის შემტევმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილზე გავალთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით”, – ამბობს ვეტერანი მოთამაშე.

გასულ შეხვედრაში, ტოტიმ სერია ა-ში თავისი 225-ე გოლი გაიტანა, ამრიგად მან გუნარ ნორდალის მაჩვენებელი გაიმეორა და შესაბამისად, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორის, მეორე ადგილზეა.

"ძალიან ემოციური და მოულოდნელი მომენტი იყო. არ ვიცოდი, თუ ჩემს გოლს ასე აღნიშნავდნენ. მშვენიერი რამ იყო, რაც არასოდეს დამავიწყდება”, – აცხადებს ტოტი.
Views: 386



Shadow


content top