Main »
2013 » March » 5 » ინტერსა და ბარსელონას შაარავის შეძენა სურდათ
ინტერსა და ბარსელონას შაარავის შეძენა სურდათ
2011 წლის ზაფხულში,მილანმა ჯენოასაგან სტეფან ელ შაარავი შეიძინა,რომელმაც წინა სეზონი იჯარის წესით სერია ბ – ში პადოვას შემადგენლობაში ასპარეზობდა.
მართალია,ახალგაზრდა თავდამსხელი იმ პერიოდში არც თუ ისე შედეგიანი გახლდათ,მაგრამ როსონერის მესვეურებმა მაინც გადაწყვიტეს შაარავის შეძენა.როგორც ირკვევა,მილანში გადასვლამდე მისით ინტერი და ბარსელონა ყოფილა დაინტერესებული.
"შაარავის შეძენით არაერთი გუნდი გახლდათ დაინტერესებული.ინტერს სურდა ახალგაზრდა ფეხბურთელი,ასევე რამოდენიმე ინგლისურ კლუბსა და თუ სწორად მახსოვს,ბარსელონასაც.მაგრამ მილანმა მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყველას დაასწრო."-განაცხადა რობერტო ლა ფლორიომ.