Main »
2013 » March » 4 » მოურინიომ ალვეშს შეურაცხყოფა მიაყენა
მოურინიომ ალვეშს შეურაცხყოფა მიაყენა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში მადრიდის "რეალსა” და "ბარსელონას” შორის გამართული მატჩის ბოლო წუთზე "სამეფო კლუბის” ქომაგებმა კატალონიური გუნდის მცველ დანი ალვეშს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. როდესაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი მიიღო, "ბლანკოსის” ფანებმა მაიმუნის ხმის იმიტაცია გააკეთეს.
გარდა ამისა, ესპანური პრესის ინფორმაციით, "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ალვეშს ნაბიჭვარი უწოდა. ეს კი იმ ეპიზოდში მოხდა, როცა ბრაზილიელმა მცველმა კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მოურინიოს მხრიდან ამგვარი შეურაცხყოფა არც არის გასაკვრი. როგორც ცნობილია, პორტუგალიელ სპეციალისტსა და ალვეშს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. აღნიშნული მომენტი ტელეკამერებმაც დააფიქსირეს, რასაც აქვე გთავაზობთ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო "ელ კლასიკო” "რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გასულ კვირაში, "სამეფო კლუბმა” მთავარი მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაამარცხა.