infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ბაიერნს სუარესის ყიდვა უნდა

ბაიერნს სუარესის ყიდვა უნდა

მიუნხენურმა კლუბმა "ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელს დაუმიზნა.

როგორც იტალიური La Stampa იტყობინება, დღეს "ბაიერნმა" "წითლებს" ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. მიუნხენელების "ოფერის" ღირებულება - 46 მილიონი ევრო.

მოცემული წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნს" ურუგვაელის გადაბირებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "იუვენტუსი". სუარესს თვალი ტურინულმა კლუბმაც დაადგა, რომელიც "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს სასურველი ობიექტია.

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით ლუისმა მოწინააღმდეგეთა კარი 18-ჯერ დალაშქრა და იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს რობინ ვან პერსის სულ რაღაც ერთი ბურთით ჩამორჩება.
Views: 573



Shadow


content top