"მილანი"-"ბარსელონა" საფეხბურთო კლასიკაა.
ესეც რომ არა, დამაინტრიგებელ ფონს ისიც შექმნიდა, რომ კატალონიელები მიმდინარე სეზონში არნახულად კარგად თამაშობენ და გუნდურ თუ ინდივიდუალურ რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით ამხობენ.
აი, "როსონერიმ" კი მაისში ჩემპიონთა ლიგა თუ არ მოიგო, "შანსი აქვს", მომდევნო წლისთვის ევროპა ლიგის იმედად დარჩეს. ასე რომ, ვიღაცები შესაძლოა დავითისა და გოლიათის ბრძოლასაც ელოდნენ. არა. არ გამოვიდა.
იტალიელებს 90 წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ ყველა ის ზონა, სადაც კი ბურთი შესაძლებელი იყო წასულიყო. უჩვეულოდ ინერტული იყო ლიონელ მესი. არგენტინელმა გოლი კი არა, მთელი თამაში კარში დარტყმაც კი ვერ მოახერხა. არაფრად ვარგოდა ჩავიც. ვეტერანმა უზომოდ არიგა არაზუსტი პასები. ვიქტორ ვალდესის კარი მასპინძლებმა ორჯერ აიღეს და ორჯერვე ეს განელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს. არც იმის აღუნიშნაობა ივარგებს, რომ პირველი გოლის მომენტში შოტლანდიელი არბიტრი კრეიგ ტომსონი შეცდა, როცა მასპინძელზე ხელით თამაში არ დააფიქსირა. მეორე შემთხვევაში კი "მილანმა" ულამაზესი კომბინაცია მოქსოვა და ისე დააშამათა მრისხანე მეტოქე.
მილანი-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ბოატენგი (57), 2:0 მუნტარი (81)
მილანი (4-3-3): აბიატი – აბატე, საპატა, მექსესი, კონსტანტი – მუნტარი, ამბროზინი, მონტოლივო – ბოატენგი, ელ შაარავი (87. ბ. ტრაორე), პაცინი (75. ნიანგი)
ბარსელონა (4-4-2): ვალდესი – ალვეში, პიკე, პუიოლი (88. მასკერანო), ალბა – ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (62. ა. სანჩესი), ინიესტა – პედრო, მესი
გაფრთხილება: მექსესი, ტრაორე – ბუსკეტსი, პიკე
კარში დარტყმა: 5-5 (3-1) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 17-10 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 79 532