infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » რონალდუ: არსად არ მიდის, ის რეალში რჩება...

რონალდუ: არსად არ მიდის, ის რეალში რჩება...

რონალდუ, რონალდო კრიშტიანო რონალდო უფრო "რეალში" დარჩენისკენ იხრება და ესპანური პრესის ცნობით, კონტრაქტის გაგრძელებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მაისში დაიწყებს.

ამის შესახებ "რეალის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მოახსენა. შემდეგ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა კი საიდუმლოდ პრესას ამცნო.

მაისში ფლორენტინო პერესი და ჟორჟე მენდეში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. "რეალი" კონტრაქტის გაუმჯობესებულ ვარიანტს შესთავაზებს პორტუგალიელ ვარსკვლავს. ამჟამინდელს კი ვადა 2015 წელს ეწურება. 


ამბობენ, რომ რონალდოს გული "რეალისკენ" გულშემატკივრებმა მიუბრუნეს - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ის ძალიან პოპულარულია.
Views: 614



Shadow


content top