infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბაიერნში უნდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბაიერნში უნდა

იბრაჰიმოვიჩიპსჟ–ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალში არ გამორიცხავს ბუნდესლიგაშიც ძალების მოსინჯვას.

შვედმა უკვე მოასწრო აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონასა და მილანში თამაში, ფრანგულ კლუბში ზლატანი ამ ზაფხულს გადავიდა და მალევე გახდა კლუბის უცვლელი ფიგურა.

როგორც ვნახეთ, იბრა თავგადასავლების მოყვარული პიროვნებაა და გუნდების ხშირი ცვლა მისი კარიერის განუყოფელი ნაწილია.

ახალ ცვლილებებს ზლატანი მომავალშიც გვპირდება:

 

"ბუნდესლიგა ძალიან დაძაბული და დამაინტრიგებელი ჩემპიონატია. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მანდაც მოვსინჯო ძალები. თუ ეს მოხდა, მაშინ ჩემი კლუბი აუცილებლად მიუნხენის ბაიერნი იქნება, რადგანაც რეკორდმაისტერებს მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ." –განაცხადა იბრამ.

 

იბრაჰიმოვიჩის ბაიერნში გადასვლის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იგი კვლავ შეხვდეს პეპ გვარდიოლას, რომელთან დაძაბულ ურთიერთობაზეც ყველამ ვიცით.
Views: 666



Shadow


content top