Main »
- Archive
"იუვენტუსის” 27 წლის ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ თუ მომავალში, ტურინულ კლუბს დატოვებს, არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში გადაბარგდეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, იტალიელ ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნს” უკავშირებდნენ. "ჩემი პრიორიტეტი, "იუვენტუსში” დარჩენაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, მომავალში, ახალი გამოწვევა მივიღო და სხვა კლუბში გადავიდე სათამაშოდ. ბუნდესლიგა? გერმანული ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მათ შესანიშნავი სტადიონები აქვთ და უმეტეს შემთხვევაში, ტრიბუნები მთლიანად ივსება. ასევე, ძალიან მომწონს გერმანელი ფანები. მათი გუნდი ოთხბურთიანი სხვაობითაც რომ მარცხდებოდეს, სტადიონს მაინც არ დატოვებენ. პირადად მე, ბუნდესლიგა პრემიერ ლიგას მირჩევნია”, – აცხადებს მარკიზიო, რომელსაც "ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
მადრიდის "რეალის” ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო თანაგუნდელ კრისტიანო რონალდოს აქებს და ამბობს, რომ ის ყველზე ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც კი შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მოთამაშემ ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონას” კარი ორჯერ დალაშქრა და "სამეფო კლუბის” ფინალში” გასვლაში დიდი როლი ითამაშა. "ის ყველაზე ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც კი შევხვედრივარ. მას ყოველთვის სურს, რომ მეტოქის კარში გოლი გაიტანოს. კრისტიანოს ძლიერი დარტყმა, შესანიშნავი ტექნიკა და დრიბლინგი აქვს. მან იცის, თუ როგორ უნდა მოატყუოს ნებისმიერი ოპონენტი. ერთი სიტყვით, რონალდო ჩამოყალიბებული მოთამაშეა”, – აცხადებს 31 წლის ფეხბურთელი. ესპანეთის ნაკრების წევრმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის” შანსები შეაფ
...
Read more »
ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ბრიტანულ პრესას განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ყველა შემთხვევაში დატოვებს. კითხვაზე, ინანა თუ არა "არისტოკრატებში" მოსვლა, ესპანელმა პასუხი არ გასცა, თუმცა ამას თქმა რად უნდა... ვის ესიამოვნება ისეთ გუნდში მუშაობა, სადაც გულშემატკივრები პირველივე დღიდან მტრულად გხვდებიან? "ფანებს მოვუწოდებ, არ ინერვიულონ. ზაფხულში "ჩელსიდან" მივდივარ. ნუ დახარჯავენ დროს ბანერების გაკეთებაში. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჯერჯერობით სწორედ მე ვარ მწვრთნელი და ამას გაგებით უნდა მოეკიდნონ. რაც არ უნდა თქვან, "ჩელსისთან" მუშაობისას სულსა და გულს ვდებ. რაც შემიძლია, ვაკეთებ".
მიუნხენის "ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი ბავარიულ კლუბში დორტმუნდის "ბორუსიას” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ადგილს ვერ ხედავს. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო პერიოდში ევროპული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "ბაიერნის” ხელმძღვანელობა პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ფიქრობს, თუმცა ოფიციალურად ამ საკითხზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. "ფინანსური მხარე ცალკე სასაუბრო თემაა. თუ კლუბს საჭირო მოთამაშის შეძენა სურს, თანხაც არ უნდა დაიშუროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფრით ვერ ვხვდები, რაში გვჭირდება ლევანდოვსკი. სათადარიგოთა სკამზე დასასმელად? ჩვენ ხომ გვყავს სამი უმაღლესი კლასის ფორვარდი” – უთხრა ბეკენბაუერმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.
ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველმა სიმონე პეპემ ოპერაცია გაიკეთა. "ბებერი სინიორას” ოფიციალური საიტის ცნობით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მოგეხსენებათ, იტალიელს მარცხენა ბარძაყის პრობლემები ჰქონდა და საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა ამიტომ მოუწია. გადაწყვეტილია, რომ პეპეს ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ნახევარმცველი ვარჯიშებს ზაფხულიდან განაახლებს და ახალი სეზონისთვის მზად იქნება. ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პეპემ მოედანზე მხოლოდ 22 წუთი გაატარა
ესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი სევილიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა შედეგიანი ფრით – 2:2 დასრულდა. ანგარიში მეექვსე წუთზე მადრიდელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა დიეგო კოსტამ გახსნა. 29-ე წუთზე "ატლეტიკოს” უპირატესობა რადამელ ფალკაომ გაზარდა. შესვენებამდე ანდალუსიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თავი ხესუს ნავასმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში "სევილიამ” ანგარიში გაათანაბრა – კომპენსირებულ დროში გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა მატჩი ცხრა კაცით დაასრულეს: 76-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გარი მედელი გააძევა, 93-ე წუთზე კი წითელი ბარათი ჟოფრეი კონდოგბიას უჩვენა. ამრიგად, მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდი ფინალურ მატჩში მადრიდის "
...
Read more »
|