Main »
- Archive
მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ "მილანს” "ლაციოსთან” რთული მატჩი ელის, თუმცა "როსონერიმ” უნდა გაიმარჯვოს და შემდეგ, "ბარსელონაზე” იფიქროს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს გაიმართება. თამაშს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რომაელები მესამე ადგილზე არიან და მეოთხე პოზიციაზე მყოფ "შავ-წითლებს” ორი ქულით უსწრებენ. "რთული მატჩი გველის, "ლაციო” ძლიერი გუნდია. რომაელებს კარგი დაცვის ხაზი ჰყავთ. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში არ გველის, მაგრამ იმედია, ვცდები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა გავიმარჯვოთ და სატურნირო ცხრილში წინ წავიწიოთ”, – ამბობს 45 წლის სპეციალისტი. "როსონერის” თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა. "ბარსელონაზე” "ლაციოსთან” მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ. "ინტერთან” გამართულ შეხვედრაში, უნდა გაგვემარჯვა, რაც ჩვენს სამეულში შესვლის შანს
...
Read more »
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26–ე ტურის პარასკევს გამოტანილი მატჩი ხეტაფეში შედგა, სადაც ადგილობრივი კლუბი „სარაგოსას" დაუხვდა. ლუის გარსია პლასას შეგირდებმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და 3 ქულა „ჩაიჯიბეს". 21–ე წუთზე, „ხეტაფეს" ფორვარდმა ადრიან კოლუნგამ თანაგუნდელ პედრო ლეონს პასი დაუფასა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში, მასპინძლებს, ისევე როგორც სტუმრებს, საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა „ხეტაფემ" უპირატესობა მე–60 წუთზე გაზარდა – უკანახაზელი სერხიო ესკუდერო შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და ტაბლოზე 2:0 ააციმციმა. მიუხედავად იმისა, რომ „სარაგოსას" სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, ანგარიშში სხვაობის შემცირებაც კი ვერ მოახერხა და შინ დამარცხებული დაბრუნდა.
...
Read more »
იტალიის სერია A-ს 27–ე ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო – „ნაპოლიმ" ტურინის „იუვენტუსს" უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. ტურინელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს – ანდრეა პირლოს ჩაწოდების შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით დაამწუხრა ნეაპოლელები. ტურინელი ქომაგებისთვის საუბედუროდ, „იუვენტუსმა" გოლი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუშვა და უპირატესობაც დაკარგა. 43–ე წუთზე, გეკჰან ინლერმა შორი მანძილიდან ძლიერად დაჰკრა და წონასწორობა აღადგინა – 1:1. მეორე ტაიმში, ორივე გუნდი გააქტიურდა და ტემპმაც საგრძნობლად იმატა. უმეტესად, ნეაპოლელები და ტურინელები შორი მანძილიდან ცდილობდნენ კარის აღებას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა ედინსონ კავანის, მაგრამ მი
...
Read more »
მადრიდის "რეალის” ამჟამინდელი თავკაცი, ლონდონის "ჩელსის” გაწვრთნას დათანხმდა. ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატული” კლუბის ხელმძღვანელები, ახლა ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც პორტუგალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჟოზე თავის მხრივ, ნელა პასუხობდა, მაგრამ რომან აბრამოვიჩი ამტკიცებს, რომ მოურინიო მომავალი სეზონიდან თავის გუნდს ჩაიბარებს. რუსი მილიარდერის თანახმად, იგი სეზონის დასასრულს შეხვდება შტაბს ფეხბურთელებს გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ პორტუგალიელი მადრიდში დარჩენას მოისურვებს, ლონდონელთა შემოთავაზება კვლავ ძალაში დარჩება. თუმცა, დღეს London Evening Standard იუწყება, რომ მოურინიო "ჩელსის” ხელმძღვანელობას უკვე დათანხმდა. მაგრამ კონტრაქტის პირობები, ჯერ-ჯერობით უ
...
Read more »
გოლის ფიქსაციის სისტემა, რომელიც სულ ახლახანს დაინერგა თანამედროვე ფეხბურთში ლიცენზია მიანიჭეს. გოლის გაშვება-არ გაშვებას ყველა მაღალი დონის სტადიონზე 14 მაღალი სიჩქარის კამერა დააფიქსირებს, რომელიც მოედნის გარშემო იქნება დამონტაჟებული. სისტემა გოლის გატანის შემთხვევაში მსაჯს უგზავნის სიგნალს, რომლის მიხედვითაც მსაჯი თვლის ან არ თვლის გოლს. სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება 2014 წლიდან ყველა უმაღლეს ჩემპიონატში, პირველი კი "პრემიერ ლიგა” იქნება. სისტემა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება გამოყენებული.
FIFA-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა რაიან გიგსი შეაქო, რომელმაც დღეს "ემიუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. "თითოეულმა ფეხბურთელმა რაიან გიგსისგან მაგალითი უნდა აიღოს, რადგან იგი ძალიან, ძალიან შესანიშნავია, უბრალოდ საოცარი. ძნელია იმის დაჯერება, თუ ვის შეუძლია კარიერაში 1000 მატჩის ჩატარება, და ყველა – ერთი გუნდის მაისურით”,-აცხადებს ბლატერი. "მე მხოლოდ მისდამი კომპლიმენტების გამოთქმა შემიძლია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მისი თამაშით სიამოვნებას მომავალშიც მივიღებთ. სიამოვნება თამაშით და სიამოვნება ცხოვრებით”.
|