infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 28 » რონალდო ამბიციური ფეხბურთელია

რონალდო ამბიციური ფეხბურთელია

რონალდომადრიდის "რეალის” ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო თანაგუნდელ კრისტიანო რონალდოს აქებს და ამბობს, რომ ის ყველზე ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც კი შეხვედრია.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მოთამაშემ ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონას” კარი ორჯერ დალაშქრა და "სამეფო კლუბის” ფინალში” გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

"ის ყველაზე ამბიციური ფეხბურთელია, რომელსაც კი შევხვედრივარ. მას ყოველთვის სურს, რომ მეტოქის კარში გოლი გაიტანოს. კრისტიანოს ძლიერი დარტყმა, შესანიშნავი ტექნიკა და დრიბლინგი აქვს. მან იცის, თუ როგორ უნდა მოატყუოს ნებისმიერი ოპონენტი. ერთი სიტყვით, რონალდო ჩამოყალიბებული მოთამაშეა”, – აცხადებს 31 წლის ფეხბურთელი.

ესპანეთის ნაკრების წევრმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის” შანსები შეაფასა და ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგება, კლუბისთვის მნიშვნელოვანი მიზანია.

"ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა და ეს მნიშვნელოვანი მიზანიცაა. თუმცა, მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ თასი მეათეჯერ უნდა მოვიპოვოთ, წნეხიცაა. კარგად ვიცით, როდის მოახერხა "რეალმა” ბოლოს ამ ტურნირზე გამარჯვება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დაპირისპირება უძლიერეს გუნდებთან გვიწევს”, – დაასრულა ალონსომ.
Views: 1716



Shadow


content top