infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » კასილიასმა ვარჯიში დაიწყო

კასილიასმა ვარჯიში დაიწყო

კასილიასიმადრიდის "რეალის” კაპიტანმა და ნომერ პირველმა მეკარემ, იკერ კასილიასმა, მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში განაახლა, მაგრამ მოედანზე მისი დაბრუნება ჯერ მაინც არ იგეგმება.

 დაახლოებით ერთთვიანი შესვენების შემდეგ, კასილიასი "რეალის” საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა. გუნდის კაპიტანი მოტეხილი ხელის მკურნალობას განაგრძობს, მაგრამ მას ექიმებმა მსუბუქად ვარჯიშის ნება დართეს. დღეს დილით, იკერმა რამდენიმე მარტივი მოძრაობა შეასრულა და ბურთთან ერთადაც ივარჯიშა.
 UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიუხედავად ვარჯიშის განახლებისა, კასილიასის დაბრუნება მარტის ბოლომდე არ იგეგმება.
Views: 630



Shadow


content top