ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ბრიტანულ პრესას განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ყველა შემთხვევაში დატოვებს.
კითხვაზე, ინანა თუ არა "არისტოკრატებში" მოსვლა, ესპანელმა პასუხი არ გასცა, თუმცა ამას თქმა რად უნდა... ვის ესიამოვნება ისეთ გუნდში მუშაობა, სადაც გულშემატკივრები პირველივე დღიდან მტრულად გხვდებიან?
"ფანებს მოვუწოდებ, არ ინერვიულონ. ზაფხულში "ჩელსიდან" მივდივარ. ნუ დახარჯავენ დროს ბანერების გაკეთებაში. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჯერჯერობით სწორედ მე ვარ მწვრთნელი და ამას გაგებით უნდა მოეკიდნონ. რაც არ უნდა თქვან, "ჩელსისთან" მუშაობისას სულსა და გულს ვდებ. რაც შემიძლია, ვაკეთებ".