ლონდონის "არსენალის” გერმანელმა თავდამსხმელმა, ლუკას პოდოლსკიმ "ტოტენჰემთან” გასამართ მატჩს "განსაკუთრებული შეხვედრა” უწოდა.
შეგახსენებთ, რომ "მეთოფეები” მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და მესამე პოზიციაზე მყოფ "ტოტენჰემს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
"ტოტენჰემი” ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია, ამიტომ ისინი მესამე პოზიციას იკავებენ. რთული შეხვედრა გველის, თუმცა გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. დერბიში თამაში ძალიან მომწონს. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა. როცა ასეთ მატჩში თამაშობ, ბოლომდე უნდა იბრძოლო იმისათვის, რათა გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარო და ფანები გაახარო”, – აცხადებს 27 წლის მოთამაშე.