მადრიდის "რეალის” ამჟამინდელი თავკაცი, ლონდონის "ჩელსის” გაწვრთნას დათანხმდა.
ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატული” კლუბის ხელმძღვანელები, ახლა ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც პორტუგალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჟოზე თავის მხრივ, ნელა პასუხობდა, მაგრამ რომან აბრამოვიჩი ამტკიცებს, რომ მოურინიო მომავალი სეზონიდან თავის გუნდს ჩაიბარებს.
რუსი მილიარდერის თანახმად, იგი სეზონის დასასრულს შეხვდება შტაბს ფეხბურთელებს გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ პორტუგალიელი მადრიდში დარჩენას მოისურვებს, ლონდონელთა შემოთავაზება კვლავ ძალაში დარჩება.
თუმცა, დღეს London Evening Standard იუწყება, რომ მოურინიო "ჩელსის” ხელმძღვანელობას უკვე დათანხმდა. მაგრამ კონტრაქტის პირობები, ჯერ-ჯერობით უცნობია.