infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 2 » ნაპოლი 1:1 იუვენტუსი

ნაპოლი 1:1 იუვენტუსი

ნაპოლი, იუვენტუსი, სერია ა
იტალიის სერია A-ს 27–ე ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო – „ნაპოლიმ" ტურინის „იუვენტუსს" უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

 ტურინელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს – ანდრეა პირლოს ჩაწოდების შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით დაამწუხრა ნეაპოლელები. ტურინელი ქომაგებისთვის საუბედუროდ, „იუვენტუსმა" გოლი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუშვა და უპირატესობაც დაკარგა. 43–ე წუთზე, გეკჰან ინლერმა შორი მანძილიდან ძლიერად დაჰკრა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.

 მეორე ტაიმში, ორივე გუნდი გააქტიურდა და ტემპმაც საგრძნობლად იმატა. უმეტესად, ნეაპოლელები და ტურინელები შორი მანძილიდან ცდილობდნენ კარის აღებას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა ედინსონ კავანის, მაგრამ მისი თავური ჯანლუიჯი ბუფონმა უკუაგდო. ვეტერანმა იტალიელმა თავისი გუნდი მარეკ ჰამშიკის სახიფათო დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა.

 ასე იყო თუ ისე,  90 წუთი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ტაბლოზეც ლოგიკური შედეგი – 1:1 დაფიქსირდა.

  

ნეაპოლი. „სან პაოლო". 

ნაპოლი – იუვენტუსი 1:1 (1:1)

ნაპოლი: დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი (დემაილი 46), მაჯო, ბეჰრამი, ინლერი (არმერო 84), ჰამშიკი, სუნიგა, პანდევი (ინსინიე 67), კავანი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, პელუზო, ვიდალი, პირლო, მარკიზიო (პადოინი 90), ჯოვინკო (მატრი (74), ვუჩინიჩი (პოგბა 85).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გაფრთხილებები: კავანი (45), ბეჰრამი (54), კანავარო (56), სუნიგა (66) – ვიდალი (44), პელუსო (87)

გოლები: 0:1 კიელინი (10), 1:1 ინლერი (43)

კარში დარტყმა: 14 (9) – 12 (6) ჯარიმა: 13 - 9 კუთხური: 10 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 5 – 7
Views: 494



Shadow


content top