ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26–ე ტურის პარასკევს გამოტანილი მატჩი ხეტაფეში შედგა, სადაც ადგილობრივი კლუბი „სარაგოსას" დაუხვდა. ლუის გარსია პლასას შეგირდებმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და 3 ქულა „ჩაიჯიბეს".
21–ე წუთზე, „ხეტაფეს" ფორვარდმა ადრიან კოლუნგამ თანაგუნდელ პედრო ლეონს პასი დაუფასა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში, მასპინძლებს, ისევე როგორც სტუმრებს, საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
შესვენებიდან დაბრუნებულმა „ხეტაფემ" უპირატესობა მე–60 წუთზე გაზარდა – უკანახაზელი სერხიო ესკუდერო შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და ტაბლოზე 2:0 ააციმციმა. მიუხედავად იმისა, რომ „სარაგოსას" სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, ანგარიშში სხვაობის შემცირებაც კი ვერ მოახერხა და შინ დამარცხებული დაბრუნდა.
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი". 7200
ხეტაფე – სარაგოსა 2:0 (1:0)
ხეტაფე: მოია, ესკუდერო, ფერნანდესი, რუანო, ტორესი, ლასენი, ბორხა, კასტრო (გავილანი 63), ბარადა, ლეონი, კოლუნგა (ვასკესი 75).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
სარაგოსა: ალკოლეა, საპუნარუ, გონსალესი, ლოვენსი, მინერო, მოვილია (როდრიგესი 51), ხოსე მარი, ბაბოვიჩი (ფერნანდესი 74), მონტანიესი, როჩინა (74), პოშტიგა.
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი
გაფრთხილებები: რუანო (33), ბორხა (50), ლასენი (53), პედრო ლეონი (62) – ლოვენსი (50), გონსალესი (74), ხოსე მარი (90)
გაძევებები: პედრო ლეონი (63) – ლოვენსი (60)
გოლები: 1:0 კოლუნგა (21), 2:0 ესკუდერო (60)
კარში დარტყმა: 8 (4) – 8 (3) ჯარიმა: 21 - 21 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 3 – 2