ბაიერნი - არსენალი
მიმოხილვა და პროგნოზ ი
დღეს, მიუნხენსა და მალაგაში გასამართი მატჩებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდება. 6 მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს უნდა გაირკვეს, მოახდენს თუ არა "არსენალი” სასწაულს და ასევე ის, მოახერხებს თუ არა "მალაგა” "პორტუსთან” არსებული ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გასვლას.
ბაიერნი-არსენალი (პირველი მატჩი 3:1)
შესწევს თუ არა "არსენალს” იმის ძალა, რომ "ბაიერნთან” არსებული ძალზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვ
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 1079
Added: Sky
Date: 13.03.2013 - 16:07
როურას პასუხი კრიტიკოსებს
"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ "მილანთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში იღბალიც ახსენა.
"ბოლო დროს ძალიან ბევრი კრიტიკა დაგვატეხეს თავს. ვფიქრობ, პასუხი ყველას გავეცით. გუნდმა ამ თამაშში სული და გული ჩააქსოვა. ბიჭებმა საოცრად ემოციური მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და მეოთხედფინალში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ბევრ კრიტიკოსს ჩვენი აღარ სჯეროდა. ამოცანის წარმატებულად გადასაჭრელად, გარდა იმისა, რომ შენი საქმე კარგად უნდა გააკეთო, ფორტუნაც უნდა წაგეხმაროს. მაშინ, როცა ანგარიში 1:0 იყო, "მილანმა” რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა”, – უთხრა ჟურნალისტებს როურამ, თუმცა იქვე ინიესტას მიერ გაცუდებული რეალური საგოლე მომენტი და მეტოქის საჯარიმოში პედროს წაქცევისთვის არდანიშნული თერთმეტმეტ
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 695
Added: Sky
Date: 13.03.2013 - 16:03
შალკე 2:3 გალათასარაი
ფათიჰ თერიმის შეგირდებმა გერმანიაში გამარჯვება მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
"შალკე” 2:3 "გალათასარაი”
გოლები: ნოიშტედტერი 17, ბასტოსი 63 – ალტინტოპი 37, ილმაზი 42, ბულუტი 90+5
"შალკე”: ჰილდებრანდი – უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაშინაცი – ნოიშტედტერი (ფუქსი 46), ჰიოგერი (მაიერი 85) – ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი – პუკი (ობასი 85).
"გალათასარაი”: მუსლერა – ებუე, კაია (გიოკჰან ზანი 79), ნუნკეუ, რიერა – ფელიპე მელო – ალტინტოპი, სნეიდერი (ამრაბატი 70), ინანი – დროგბა, ილმასი (ბულუტი 86).
გაფრთხილება: ჰიოგერი, კოლაშინაცი – დროგბა
Category: ახალი ამბები
Views: 674
Added: Sky
Date: 13.03.2013 - 03:25
ბარსელონა 4:0 მილანი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "ბარსელონასა” და "მილანს” შორის გამართული განმეორებით მატჩი კატალონიურმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 მოიგო. "ბარსელონა” მეხუთე წუთზე დაწინაურდა, თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი რიგით 57-ე გოლი გახლავთ. 39-ე წუთზე არგენტინელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. გარდა ამისა, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩავი ერნანდესის გადაცემა დააფასა. შეხვედრას წერტილი კომპენსირებულ დროში ხორდი ალბამ დაუსვა.
ამრიგად, "ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
"ბარსელონა”-”მილანი” 4:0 (ორი მატჩის ჯამში 4:2)
Category: ახალი ამბები
Views: 682
Added: Sky
Date: 13.03.2013 - 03:11
ჩემპიონთა ლიგა: შალკე-გალათასარაი
შალკე-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:1) ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "გალათასარაიმ” ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომ თურქული კლუბი ცუდ ფორმაში მყოფ "შალკესთან” ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ გელზენკირხენელებმა სტამბულში გოლი გაიტანეს და არ წააგეს, ხოლო შემდეგ ზედიზედ 3 თამაში მოიგეს და წყვილის ფავორიტებადაც იქცნენ.
"შალკესგან” საპირისპიროდ მისდის საქმეები "გალათასარაის”. თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში მოულოდნელად წაგების შემდეგ, ფათიჰ თერიმის გუნდმა მეორეადგილოსან "ფენერბაჰჩეს” სხვაობის 4 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.
"გალათასარაის” სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება "შალკე”, რომელსაც გუნდის ლიდერი ჰუნტელაარის გარდა, აფელაი, მარიკა, პაპადოპულოსი, უნერშტალი და ჯონსი არ ეყოლება. გე
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 672
Added: Sky
Date: 12.03.2013 - 20:47
ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონა-მილანი
1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ, გუნდების სახელების გათვალისწინებით, ყველაზე დიდ ინტერესს "რეალი”-"მანჩესტერის”, "არსენალი”-"ბაიერნისა” და "მილანი”-"ბარსელონას” დაპირისპირებები იწვევდა. პირველი წყვილიდან გამარჯვებული გამოვლენილია, მეორედან – თითქმის და დარჩენილია "მილანისა” და "ბარსელონას” შეხვედრა, რომელიც დარჩენილი 4 თამაშიდან უდავოდ ყველაზე საინტერესოა.
ბარსელონა-მილანი (პირველი მატჩი 0:2)
თავიდანვე წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიჩნეული "ბარსელონა” რთული ამოცანის წინაშეა. კატალონიელებს ორბურთიანი ჩამორჩენა აქვთ აღმოსაფხვრელი, რაც მეტოქის გათვალისწინებით, ძალიან რთული იქნება.
არაერით საფეხბურთო მოღვაწის აზრით, "ბარსელონა” ბოლო წლების საუკეთესო გუნდია, თუმცა თანამედროვე "ბარსა” ერთ რამეში ნამდვილად მ
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 1200
Added: Sky
Date: 12.03.2013 - 20:42
ბარსელონა- მილანი : სავარაუდო შემადგენლობა
მოგეხსენებათ, დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა” საკუთარ მოედანზე "მილანს” მიიღებს და შეეცდება წინა შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გავიდეს.
კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს აზრით, "ბარსელონა” სამი მცველით თამაშს აპირებს. კარლეს პუიოლი სათადარიგოთა სკამზე იქნება, ძირითადში კი, პიკე, მასკერანო და ჟორდი ალბა იქნებიან. დანი ალვეში, და კრისტიან ტელო ფლანგებიდან მესისა და სანჩესის მომარაგებას შეეცდებიან. თავდამსხმელების უკან ინიესტა, ბუსკეტსი და ჩავი იმოქმედებენ.
რაც შეეხება "მილანს”, სავარაუდოდ, მექსე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ხოლო დაცვის ხაზში, მის გვერდით, კრისტიან საპატა, იგნასიო აბატე
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 704
Added: Sky
Date: 12.03.2013 - 17:17
« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 88 89 »