infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » ბარსელონა- მილანი : სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა- მილანი : სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა მილანიმოგეხსენებათ, დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა” საკუთარ მოედანზე "მილანს” მიიღებს და შეეცდება წინა შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს აზრით, "ბარსელონა” სამი მცველით თამაშს აპირებს. კარლეს პუიოლი სათადარიგოთა სკამზე იქნება, ძირითადში კი, პიკე, მასკერანო და ჟორდი ალბა იქნებიან. დანი ალვეში, და კრისტიან ტელო ფლანგებიდან მესისა და სანჩესის მომარაგებას შეეცდებიან. თავდამსხმელების უკან ინიესტა, ბუსკეტსი და ჩავი იმოქმედებენ.

რაც შეეხება "მილანს”, სავარაუდოდ, მექსე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ხოლო დაცვის ხაზში, მის გვერდით, კრისტიან საპატა, იგნასიო აბატე და კევინ კონსტანტი იქნებიან. ნახევარდაცვაში აბმროზინი, ფლამინი და მონტოლივო ითამაშებენ, ხოლო თავდასხმის ხაზს ბოატენგის, ნიანგისა და ელ შაარავის ტრიო შეადგენენ.

"ბარსელონა”: ვალდესი; მასკერანო, პიკე, ალბა; ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი; ალვეში, ტელო, სანჩესი.
სათადარიგოები: პინტო, ადრიანო, პუიოლი, სონგი, ტიაგო, ფაბრეგასი, პედრო, ვილა.

"მილანი”: აბიატი; აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი; ფლამინი, მონტოლივო, ამბროზინი; ბოატენგი, ნიანგი, ელ შაარავი.
სათადარიგოები: ამელია, დე შილიო, იეპესი, ბონერა, ნოჩერინო, ტრაორე, რობინიო, ბოიანი.
Views: 715



Shadow


content top