Main »
- Archive
ლონდონის ”ჩელსის” მთავარ მწვრთვნელს რაფაელ ბენიტესს არ მოეწონა მისი ვიზავის სერ ალექს ფერგუსონის გუშინდელი საქციელი. საქმე კი იმაშია, რომ ინგლისის თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც გუშინ გაიმართა და რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ესპანელის თქმით მას ხელი არ ჩამოართვა. ”მე მას მატჩის წინ ველოდებოდი, ამიტომაც სჯობს თავად მას ჰკითხოთ, თუ სად იმყოფებოდა იგი ამ დროს. მე ზრდილობიანი ადამიანი ვარ. ვიცი, რომ ჩემს მიერ აღნიშნული ფაქტი ბევრმა ნახა”, – აცხადებს ბენიტესი. ”თუმცა საქმე ასე არ კეთდება. მე ფერგუსონს ველოდებოდი. თუ მას გამბედაობა ეყოფა, მაშინ ყველაფერს თვითონ გეტყვით. მე მხოლოდ ფაქტებს ავთნიშნავ”, – დაამატა რაფამ.
"ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვას არყოფნა გუნდზე უარყოფითად მოქმედებს. "ჩვენ ტიტო ძალიან გვჭირდება. მისი გვჯერა და გვინდა, რომ დაბრუნდეს”. "გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე რთულ სიტუაციაში იმყოფება. ვილანოვას გარეშე ჩვენ ისე ვართ, როგორც ორკესტრი დირიჟორის გარეშე. თუმცა "ბარსა” ამას გაუმკლავდება. ტიტო ნიუ-იორკიდან დაგვეხმარება”. "ყველაზე მთავარი – მისი ჯანმრთელობაა, ჩვენ არ გვინდა მას დროზეადრე დაბრუნება ვაიძულოთ, ასე რომ დაველოდებით იმ დროს, თუ როდის გამონჯამრთელდება იგი”, – განაცხადა პიკემ. შეგახსენებთ, რომ ვილანოვა ნიუ-იორკში ყელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსებს გადის.
"წითელი ეშმაკუნების” ფორვარდი უეინ რუნი გამოტყდა, რომ შესაძლოა კლუბი უკვე ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. Goal.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუნის ასეთი მოსაზრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ალექს ფერგიუსონმა უეინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის "რეალის” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა. მიუხედავად ფერგიუსონის დამაჯერებელი განცხადებისა, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდამსხმელი გუნდში აუცილებლად დარჩება, თავად ფეხბურთელი არ არის კატეგორიული და მზადაა "ოლდ ტრაფორდიდან” აბარგების ვარიანტები განიხილოს. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის გადაბირებით "მანჩესტერ სიტი” და "პარი სენ ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი.
"ბარსელონას” მარჯვენა მცველი, დანი ალვეში აცხადებს, რომ "ბლაგაუნრა” "მილანის” დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "როსონერიმ” "ბარსელონა” "სან სიროზე” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "მილანი” დავამარცხოთ. ვფიქრობ, თუ რისკზე არ წავალთ, თამაშს ვერ მოვიგებთ. მრავალჯერ დავამტკიცეთ, რომ დიდებული გუნდი გვყავს, მაგრამ საჭიროა, რომ ახლაც გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ”
ინგლისურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები "ტოტენჰემის” ვინგერის მიმართ დაინტერესებულ კლუბებთან დაკავშირებით. ასე და ამგვარად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი” მზადაა გარეტში 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. თავად ბეილმაც გარისკა "ცეცხლზე ნავთი დაესხა” და პრესის ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა. "დიახ, "პსჟ” და "მანჩესტერ სიტი” შესანიშნავი გუნდები არიან, თუმცა ისინი "ბაიერნთან”, "რეალთან” და "ბარსელონასთან” ახლოსაც ვერ მივლენ. სწორედ ამ სამი გუნდის თამაშით ვარ მოხიბლული, როგორც ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ, ეს კლუბები ძალიან მომწონს. რაც შეეხება ჩემს ტრანსფერს, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი – ყოველ წელს, როგორც ფეხბურთელი გაზრდა და საკუთარი გუნდის დახმარებაა”, – განაცხადა ბეილმა Telefoot-თან ინტერვიუში.
ესპანური "მარკას” ინფორმაციით, მადრიდის "რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროში მოხვდა. 27 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში” "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ამ დრომდე ვერ დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. თავად მოდრიჩმა მცირე სათამაშო დროის გამო რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოხატა და არც ნავთსაყუდელის გამოცვლა გამორიცხა. "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ხორვატი ნახევარმცველის "ნისლიან ალბიონზე” დაბრუნებაზე ფიქრობს. ასე რომ, შესაძლოა, დამდეგ ზაფხულს მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყოს. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მიითვალა.
|