infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 13 » როურას პასუხი კრიტიკოსებს

როურას პასუხი კრიტიკოსებს

როურა"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ "მილანთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში იღბალიც ახსენა.
 "ბოლო დროს ძალიან ბევრი კრიტიკა დაგვატეხეს თავს. ვფიქრობ, პასუხი ყველას გავეცით. გუნდმა ამ თამაშში სული და გული ჩააქსოვა. ბიჭებმა საოცრად ემოციური მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და მეოთხედფინალში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ბევრ კრიტიკოსს ჩვენი აღარ სჯეროდა. ამოცანის წარმატებულად გადასაჭრელად, გარდა იმისა, რომ შენი საქმე კარგად უნდა გააკეთო, ფორტუნაც უნდა წაგეხმაროს. მაშინ, როცა ანგარიში 1:0 იყო, "მილანმა” რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა”, – უთხრა ჟურნალისტებს როურამ, თუმცა იქვე ინიესტას მიერ გაცუდებული რეალური საგოლე მომენტი და მეტოქის საჯარიმოში პედროს წაქცევისთვის არდანიშნული თერთმეტმეტრიანიც ახსენა.
 ჟორდი როურამ შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა დაასახელა, რომელიც საპასუხო შეხვედრის სამზადისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობდა.
Views: 654



Shadow


content top