ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "ბარსელონასა” და "მილანს” შორის გამართული განმეორებით მატჩი კატალონიურმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 მოიგო. "ბარსელონა” მეხუთე წუთზე დაწინაურდა, თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი რიგით 57-ე გოლი გახლავთ. 39-ე წუთზე არგენტინელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. გარდა ამისა, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩავი ერნანდესის გადაცემა დააფასა. შეხვედრას წერტილი კომპენსირებულ დროში ხორდი ალბამ დაუსვა.
ამრიგად, "ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
"ბარსელონა”-”მილანი” 4:0 (ორი მატჩის ჯამში 4:2)
"ბარსელონა”: ვალდესი, ალვეში, პიკე, ალბა, მასკერანო (პუიოლი 77′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ვილია (სანჩესი 74′), პედრო (ადრიანო 83′).
მწვრთნელი: ჟორდი როურა.
"მილანი”: აბიატი, მექსესი, ზაპატა, აბატე, ბოატენგი, ფლამინი (ბოიანი 75′), ამბროზინი (მუნტარი 60′), მონტოლივო, კონსტანტი, ელ შაარავი, ნიანგი (რობინიო 60′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: მესი 5′, 39′, ვილია 55′, ალბა 90+2′.
გაფრთხილებები: პედრო 41′ – ბოატენგი 22′, ფლამინი 45+1′, მექსესი 54′.
ბურთის ფლობა: 65%-35%; კარისკენ დარტყმები: 4-3; კარში დარტყმები: 10-3; კუთხურები: 6-3; თამაშგარეები: 2-5; ჯარიმები: 6-19.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).