infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 13 » ბაიერნი - არსენალი

ბაიერნი - არსენალი

ბაიერნი არსენალი
მიმოხილვა და პროგნოზ

დღეს, მიუნხენსა და მალაგაში გასამართი მატჩებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდება. 6 მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს უნდა გაირკვეს, მოახდენს თუ არა "არსენალი” სასწაულს და ასევე ის, მოახერხებს თუ არა "მალაგა” "პორტუსთან” არსებული ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გასვლას.

 ბაიერნი-არსენალი (პირველი მატჩი 3:1)
 შესწევს თუ არა "არსენალს” იმის ძალა, რომ "ბაიერნთან” არსებული ძალზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრას? ალბათ არა. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გუნდებს შორის 3 კვირის წინათ გამართული თამაში, დაფიქსირებული შედეგი, ამჟამინდელი ფორმა და მთლიანად სეზონი გვაძლევს. იმ დროს, როდესაც "ბაიერნი” ბუნდესლიგაში რეკორდს რეკორდზე ამყარებს, "არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მიახლოება/დაშორებითაა დაკავებული და ამავე დროს, არსენ ვენგერის შეგირდებს არც ევროპის ლიგის საგზური აქვთ განაღდებული.

 "ბაიერნი” მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. მიუნხენელებს 2013 წელს ყველა თამაში მოგებული აქვთ. მართალია, ბუნდესლიგის გასულ ტურში, "ფორტუნას” წინააღმდეგ, იუპ ჰაინკესის შეგირდებს გაუჭირდათ, მაგრამ იმ შეხვედრის ვერმოგება პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან გათამაშების დასრულებამდე 9 ტურით ადრე, "რეკორდმაისტერი” ჩემპიონატს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

 ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერლიგასა და ინგლისის ასოციაციის თასზე გამართულ ბოლო 4 თამაშში "არსენალს” 3 წაგება აქვს. ლონდონელებს უპირატესობას ის აძლევს, რომ გასულ უქმეებზე, მთელს გუნდს დასვენების საშუალება ჰქონდა.

 მიუხედავად "ბაიერნის” აშკარა უპირატესობისა, ლონდონელები ბოლომდე ბრძოლას გვპირდებიან და იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება.

 გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 თამაშს ითვლის. "ბაიერნმა” 3-ჯერ მოიგო, ერთხელ "არსენალმა” იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. მიუნხენში, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა იმარჯვეს.

 თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ტრავმირებული რიბერისა და ბადშტრუბერის გარდა, "ბაიერნს” დისკვალიფიცირებული შვაინშტაიგერი და ბოატენგი არ ეყოლება. საეჭვოა რობენის თამაშიც. ლონდონელებს გიბსი, უილშირი და სანია ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს ნაჩო მონრეალს. ჯერ კიდევ გაურკვეველია დიაბისა და პოდოლსკის საკითხი.

 ·         გუნდებს შორის გამართული 5 დაპირისპირებიდან 3 "ბაიერნმა” მოიგო, ერთი – "არსენალმა” და ერთიც ფრედ დასრულდა;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში, "ბაიერნმა” 3 გოლი გაუშვა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, "არსენალს” მინიმუმ ამდენი ბურთის გატანა მართებს;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 18 გოლი "ბაიერნმა” გაიტანა;

 ·         ჩემპიონთა ლიგაზე, "ბაიერნს” საკუთარ კედლებში იმ ანგარიშით არასდროს წაუგია, რა ანგარიშით "არსენალს” სჭირდება;

 ·         "ბაიერნმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 თამაშში გაიტანა;

 ·         ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "ბაიერნის” მხრიდან, გოლის გატანა ათმა ფეხბურთელმა მოახერხა;

 ·         "ბაიერნმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი თამაში გასვლაზე 22-ჯერ მოიგო. მიუნხენელები გათამაშებას ერთხელ გამოეთიშნენ;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში, "ბაიერნმა” საჯარიმოში ბურთი ყველაზე მეტჯერ, 217-ჯერ ჩააწოდა. გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში, მიუნხენელებმა სამივე გოლი ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს;

 ·         თუ დღეს "ბაიერნმა” იმარჯვა, მიუნხენელებს, ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 150 მოგება დაუგროვდებათ;

 ·         ყველა ტურნირზე, "ბაიერნს” მოგებათა 11-მატჩიანი სერია აქვს;

 ·         ლუკას პოდოლსკი, 2006-09 წლებში, "ბაიერნში” თამაშობდა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 71 მატჩში მან 15 გოლი გაიტანა;

 ·         წინა ორ სეზონში, "არსენალი” ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან ემშვიდობებოდა;

 ·         ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში 2 ბურთით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;

 ·         ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 23 თამაშიდან "არსენალმა” კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში, "არსენალმა” 11 გოლი გაუშვა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია;

 ·         ჩემპიონთა ლიგის მიმიდნარე გათამაშებაში, "არსენალს” მხოლოდ 57 დარტყმა აქვს, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში, ლუკას პოდოლსკიმ ზუსტად დარტყმა 4-ჯერ მოახერხა და მან 4 გოლი გაიტანა;

 ·         აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ "არსენალმა” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ კედლებში წააგო. 1996-97 წლების სეზონში, ლონდონელებმა ორმატჩიანი დაპირისპირების შემობრუნება ვერ მოახერხეს;

 ·         განვლილ 7 თამაშში, "არსენალის” ფეხბურთელებმა 20 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია;

 ·         "არსენალი” მეტოქეს ყველაზე მეტად მეთექვსმეტედან 30-ე წუთამდე უნდა უფრთხოდეს. 18 გოლიდან, მიუნხელებმა 6 დროის ამ მონაკვეთში გაიტანეს;

 ·         ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი "ბაიერნს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 97.8%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, ლუიზ გუსტავო, მიულერი, კროოსი, შაქირი, მანჯუკიჩი.

არსენალი (4-3-3): შესნი, ჯენკინსონი, კოსილნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, არტეტა, რემსი, კასორლა, უოლკოტი, ჟირუ, პოდოლსკი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

Sky-ს პროგნოზები: ბაიერნი - არსენალი ფ2(+1,5) | 2,5 მეტი გოლი
Views: 1088



Shadow


content top