infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 16 » ნეიმარი – ბარსელონას პირველი არჩევანი

ნეიმარი – ბარსელონას პირველი არჩევანი

კატალონიის ბარსელონას აგენტმა ანდრე კიურიმ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში ფეხბურთელების ძიებითაა დაკავებული, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიელებს სანტოსის ფორვარდის ნეიმარის ხელში ჩაგდება სურთ.

"ბარსელონა” ნეიმარის გადაბირებითაა დაინტერესებული. იგი იმ ფეხბურთელთა სიის სათავეშია, რომელთა ყიდვაც ჩვენ გვსურს. "ბარსელონა” ბევრ ფეხბურთელს არ შეიძენს, თუმცა ნეიმარი – ჩვენი პირველი არჩევანია. როდესაც იგი "სანტოსის” დატოვებას გადაწყვეტს, მზად ვიქნებით ვიმოქმედოთ. მესი, ხავი და ინიესტა მას ელოდებიან. როდესაც ნეიმარი "ბარსაში” გადავა, იგი მხოლოდ ერთ მესიზე დამოკიდებული აღარ იქნება, რადგან კლუბს უკვე ორი ერთი დონის სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი ეყოლება”, – განაცხადა კიურიმ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელის სახელს ლონდონის "ჩელსისაც” აქტიურად უკავშირებენ, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი მაინც "ბლაუგრანაა”.
Views: 882



Shadow


content top