infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 16 » პერესი ანჩელოტის უკვე შეუთანხმდა

პერესი ანჩელოტის უკვე შეუთანხმდა

ზაფხულში მადრიდის რეალი, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალ სპეციალისტს დანიშნავს, ამის შესახებ იუწყება ესპანური გამოცემა Sport.

ზემოთმოცემული პორტალის ინფორმაციით, "თეთრების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "პარი სენ ჟერმენის” ამჟამინდელ თავკაცთან კარლო ანჩელოტისთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. უახლოეს დროში კი მხარეებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში "რეალში” ჟოზე მოურინიოს მომავალთან დაკავშირებით არაერთი ჭორი ვრცელდება. თავიდან პრესა იტყობინებოდა, რომ პორტუგალიელმა მადრიდის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა გასულ უქმეებზე ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ "განსაკუთრებულის” "სამეფო კლუბთან” კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვის სურვილთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
Views: 690



Shadow


content top