infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 16 » ბაიერნი აიაქსის 18-წლის თავდამსხმელით ინტერესდება

ბაიერნი აიაქსის 18-წლის თავდამსხმელით ინტერესდება

ჰოლანდიური აიაქსის 18-წლის ფორვარდი ვიქტორ ფიშერი ბაიერნის ინტერესების სფეროში მოექცა.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის წარმომადგენლები კვირას ჰოლანდიის ჩემპიონატის ეგიდით, "პსვ”-სა და "აიაქსის” გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც ამსტერდამელების ახალგაზრდა ფეხბურთელის ფიშერის თამაშს დააკვირდნენ.

მიმდინარე სეზონში ვიქტორმა, რომელიც ამსტერდამული კლუბის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება, ერედივიზიონის ეგიდით 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
Views: 713



Shadow


content top