Main »
2013 » April » 16 » მან სიტი და არსენალი ნიანგით ინტერესდებიან
მან სიტი და არსენალი ნიანგით ინტერესდებიან
ინგლისურმა კლუბებმა მილანის ფორვარდის მ’ბაიე ნიანგის პოტენციალურ ტრანსფერთან დაკავშირებით ფიქრი დაიწყეს.
Eurosport-ის ინფორმაციით, "როსონერიმ” შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა და იმედისმომცემი თავდამსხმელი გაყიდოს, რათა გუნდში "სენტ-ეტიენის” თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ადგილი გაათავისუფლოს.
საინტერესოა, რომ 23-წლის ობამეიანგი 2007/08 წლების სეზონში "მილანის” ახალგაზრდულ გუნდში უკვე ასპარეზობდა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ იგი გაანათხოვრა. პიერ-ემერიკმა მისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ნიანგის ანგარიშზე კი – მხოლოდ 16 ჩატარებული შეხვედრაა.