კვლავ გრძელდება ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ სად გააგრძელებს კარიერას როსონერის თავდამსხმელი.
ამ დღეებში იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რობინიომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. თავად ფეხბურთელი, სამშობლოში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
"მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად წავალ. თუმცა, აგრეთვე ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მზად ვარ მოვისმონი სხვადასხვა გუნდების წინადადებები, რომლებსაც თავიანთ შემადგენლობაში, ჩემი ხილვა სურთ.”-აცხადებს რობინიო.
აგრეთვე, თავდამსხმელმა "ფლამენგოს” მიერ დაინტერესებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
"მე პატივს ვცემ ამ კლუბს, მაგრამ ამჟამად კონტრაქტი "მილანელებთან” მაკავშირებს. ამას ბევრი ამბობს.”-დაასრულა 29 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რობინიო "როსონერის” რიგებს, 2011 წელს "მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა. ამ გუნდის მაისურით, მან იტალიის ჩემპიონატში 77 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.