infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 13 » რეალი ერთხელ უკვე დავამარცხეთ

რეალი ერთხელ უკვე დავამარცხეთ

klopi
დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წილისყრას გაუკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ბორუსია და რეალი შეეცილებიან.

"მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეტოქის ვინაობა გავიგეთ. ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშიღა დარჩა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ "რეალი” რთული მოწინააღმდეგეა. მაგრამ სამი შესაძლო ოპონენტისგან მხოლოდ ისინი დავამარცხეთ”, – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Goal.com.

თავისი კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაილ ცორკმაც: "კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. რატომღაც ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევს, მაგრამ ამ სეზონში მათი დამარცხება უკვე შევძელით.ერთი კია, განმეორებითი მატჩის შინ ჩატარება გვერჩივნა”.
Views: 616



Shadow


content top