infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 13 » კარაგერი: დარწმუნებული ვარ, სუარესი დარჩება

კარაგერი: დარწმუნებული ვარ, სუარესი დარჩება

suaresi
ლივერპულის ვეტერანს ჯეიმი კარაგერს დიდი იმედი აქვს, რომ ლუის სუარესი ენფილდზე გააგრძელებს კარიერას. 

ამჟამად ურუგვაელი თავდამსხმელი 22 გოლით ინგლისის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და სერიოზული პრეტენზიაც აქვს, რომ პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელოს.

"ის სასაცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ლუისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ დარჩენაში დავარწმუნოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მგონია, რომ აქ თამაში მოსწონს და გულშემატკივრებიც აფასებენ” , -ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

"ჩემთვის მოულოდნელობა იქნება, სუარესი რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელონ. ინგლისის ჩემპიონატი ძალიან უხდება. ისს პრემიერ-ლიგის სრულფასოვანი ვარსკვლავია”.
Views: 605



Shadow


content top