Main »
2013 » April » 9 » ვან დერ საარმა შესაძლოა კარიერა აიაქსის გამო განაახლოს
ვან დერ საარმა შესაძლოა კარიერა აიაქსის გამო განაახლოს
ჰოლანდიური ფეხბურთის ვეტერანებს შორის ვეტერანი ედვინ ვან დერ საარი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2011-წელს ჩამოკიდა, შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდეს.
42-წლის ედვინი, რომელიც ამჟამად "აიაქსის” ადმინსტრაციულ განყოფილებაში მუშაობს, ფორმის შენარჩუნებას ამსტერდამულ კლუბის პირველ გუნდთან ერთად აგრძელებს.
"აიაქსს” კი "პსვ”-სთან მოახლოებული შეხვედრის წინ, გოლკიპერის პოზიციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს – გუნდს მეკარეების ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მხოლოდ იასპერ სილესენი დარჩა.
De Telegraaf იტყობინება, რომ "აიაქსის” მთავარი მწვრთნელის ფრანკ დე ბურის მოთხოვნას შესაძლოა ვან დერ საარმა თანხმობით უპასუხოს, "პსვ”-სთან შეხვედრაში სათადარიგოთა კიპერის როლში ყოფნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ედვინი ამსტერდამელების რიგებში 1990-წლიდან 1999-წლამდე ასპარეზობდა, "აიაქსის” მაისურით 226 შეხვედრა ჩაატარა და "გრააფსხაპის” კარში ერთი გოლიც კი გაიტანა, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან.